დუდუჩავა ალექსანდრე იოსების ძე
დუდუჩავა ალექსანდრე იოსების ძე

დუდუჩავა ალექსანდრე იოსების ძე  (1901, სოფ. საჭამიასერი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპ-22. XI. 1937, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1922). იგი იყო  ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის (1918-1921), შემდგომ კი კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის წევრი;  ჟურ. „საბჭოთა ხელოვნების“ რედ. (1920-1926); თბილ. სამხატვრო აკადემიის რექტორი (1927-1930 ); „სახკინმრეწვის“ სამხატვრო-პოლიტ. საბჭოს თავ-რე (1928-1930); საქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე (1933); თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის  დირექტორი; თბილ. სახელმწ. კონსერვ. რექტორი;  თსუ-ის პროფესორი;  შოთა რუსთაველის სახ. ლიტ. ინ-ტის დირექტორი (1935–1936). დუდუჩავა დააპატიმრეს „მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრობის“ და „კულტურული მშენებლობის დარგში მავნებლობის“ ბრალდებით (გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937, მომხსენებელი: აბაზოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი) და დახვრიტეს იმავე წელს. მის ნაშრომებში განხილულია ქართ. მწერლობის, ხელოვნ., ხუროთმოძღვრებისა და სხვა საკითხები, ფორმალისტური სკოლების მხატვრულ-ესთეტ. პრინციპები.

თხზ.: Дудучава, Ал. (1930). Грузинская живопись: опыт социально-эстетического исследования. Тб, 1930; დუდუჩავა ალ. (1933). თეატრი და დრამატურგია. თბ.; დუდუჩავა ალ. (1966). რჩეული წერილები. თბ.

ლიტ.: თევზაძე, დ. (2012).  დუდუჩავა ალექსანდრე. საქართველო: ენციკლოპედია: საქართველო . (2012).ტ. 2, გვ. 504.