-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი კინოსცენარისტი კურსდამთავრებული
დროზდოვი ნიკოლოზ გრიგოლის ძე (26. X. 1944, ყარაღანდის ოლქში). ჟურნალისტი, ქართ. დოკუმენტური კინოს რეჟ. და სცენარისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი. დ. გ-მ დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1969). იგი იყო საქართვ. სამეცნ.-პოპულ. და დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთ. რედ. (1980-1985), მოგვიანებით ამავე სტუდიის შემოქმედებითი გაერთიანება „პოზიციის“ სამხატვრო ხელმძღვ. (1985-1994) და (1985-1995) საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. მან თავისი სცენარით მრავალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო - „ზაქარიას ველი“ (1984), „ნოდარ დუმბაძე“ (1986), „ბედისწერა“ (1987), „მარადისობის მძევალი“ (1989), „შევარდნაძის ხანის თეატრი“ (1993), ციკლი „გზა შინისაკენ“-ექვსი ფილმი (1990-1994). მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა შემოქმედებითი თვალსაზრისით მისი მუშოაბა რეჟ., ტელეკომპანიებში: „აუდიენცია“, ,,მე-9 არხი, ,, მზე“ (1995-2012), სადაც მან შექმნა 100-სერიანი დოკუმენტური ციკლი „საქართველო, XX საუკუნე“ (1999-2000); ფილმი „ვივატ, El Capitan"; მრავალსერიიანი პროექტი „პატრიოტთა თამაშები“ (2004-2005): „პარადოქსები მეტალურგისგან“, „უბილეთო მგზავრი“, „კაცი, რომელიც არღვევს კედლებს“, „პატრიარქის შემოდგომა“, „ორიგინალის ასლი“, „ამხედრებულ მეამბოხეთა საგა"; ტელეფილმები: „იოსებ სტალინი. მეორედ მოსვლა?“ (2003.), „თავის უფალი“ (2012). დ.ნ დაჯილდოებულია საქართვ. სახელმწ. პრემიით ფილმისათვის ,,ნოდარ დუმბაძე“ (1987), სამთო ფილმების საერთაშ. „ბანსკო ფილმ ფესტივალის“ (ბულგარეთი) მთ. პრიზი ფილმისთვის „ვივატ, El Capitan (1998 ), ღირსების ორდენით ,,ქართულ კინოში შეტანილი წვლილისათვის’ (1999), ვერცხლის მედლის ლაურეატი წიგნისათვის „სიყვარულისა და სასოწარკვეთილების ორი ამბავი“; გერმანული საერთაშ. ლიტ. კონკურსი „წლის საუკეთესო წიგნი“, ბერლინი-ფრანკფურტი (2019) .