დოვგალი ნადეჟდა დიმიტრის ასული
დოვგალი ნადეჟდა დიმიტრის ასული

დოვგალი ნადეჟდა დიმიტრის ასული (31.XII.1979, თბილისი), დაამთავრა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტი (2001); სისტემების ინჟ., დაამთავრა მაგისტრატურა (2004); მუშაობდა სეისმო-ჰიდრო-გეოდეფორმაციული კვლევის ეროვნ. ცენტრში (2003-2004); იყო სეისმური მონიტორინგის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (2008-2010); მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2010). გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მოხსენებები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში: ,,The  Rezults of fifty years Monitoring of the Strain Dynamics of the Fault Crossingthe Large Engury  Dam Foundation“ (Modern problems in Geophysics  Proceedings, ISBN9789941, ISSN 30884349, November 6-8, 2025); ,,ორკოორდინატიანი ფარდობითი მოძრაობის  ლაზერული ხელსაწყოს  შემუშავება და გამოცდა ლაბორატორიულ პირობებში“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ისტ-ტის შრომები ISSN 15121135, ტ. LXXVIII, 2025).