დონდუა გურამ დავითის ძე
დონდუა გურამ დავითის ძე

დონდუა გურამ დავითის ძე (17. III. 1922, თბილისი– 10. III. 1986, თბილისი), გეოგრაფი. ჩაირიცხა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე გეომორფოლოგიის სპეციალობით (1939). იმყოფებოდა სამხ. სამსახურში (1940-1946). დემობილიზაციის შემდეგ განაგრძო სწავლა თსუ-ში, რ-იც წარჩინებით დაამთავრა (1950). გაიარა ასპირანტურის კურსი გეომორფოლოგიის კათედრაზე (1950-1953). მუშაობდა ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტში სწავლული მდივნის თანამდებობაზე, შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ქართ. ენციკლოპედიაში მთ. სამეცნ. რედაქციის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გამგედ (1975). დ. გ. იკვლევდა საქართვ. სხვადასხვა მხარის გეომორფოლოგიას (აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის, ქლუხორის რ-ნი, ჯეჯორა-ღარულის აუზი). დ.გ. იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ბის თავ-რის მოადგილე. მისი ინიციატივით საზ-ში დაარსდა პედ. განყ-ბა და მეთოდური სექცია (1925). დ. გ. თანაავტორია დაწყებითი სკოლის გეოგრ. სახელმძღვანელოსი, რ-იც რამდენჯერმე გადაამუშავა ახ. სასწ. გეგმების შესაბამისად. ამავე კურსისათვის შეადგინა სასწ. პროგრამა, სასწ. გეოგრ. რუკები და სხვ. მისი მეთოდური წერილები ქვეყნდებოდა რესპუბლიკის პედ. პერიოდულ გამოცემებში და პრესაში: „ჯეჯორისა და ღარულას გეომორფოლოგია“ (გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები. 1960, ტ.12); „გეოგრაფია“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1963, N 8); „სასწავლო რუკა და მისი პირველი გაცნობა სკოლაში“ (ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში, 1966, N 1). მისი რედაქციით გამოიცა რამდენიმე წიგნი. იყო საკავშ. ჟურნ. „გეოგრაფია სკოლაში“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართვ. გეოგრ. საზ-ბის სამეცნ. საბჭოს წევრი.  დიდი ამაგი დასდო ქართ. ენციკლოპედიის გამოცემას. გარკვეული მუშაობა გასწია სხვადასხვა სახის გეოგრ. ლექსიკონებისა და ენციკლოპედია „თბილისის“ სტატიების მომზადებისას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: დონდუა, გ. (თანაავტორი). (1957-1972). ბუნებისმცოდნეობა: სახელმძღვანელო. თბ.; დონდუა გ. და სხვ. (1973-1989). წყარო: ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელო: მე-3-4 კლასებისათვის. თბ., განთლება; დონდუა, გ. (1961-1965). ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვ. მე-4 კლასებისათვის. თბ., ცოდნა; დონდუა გ. (1957-1960). გეოგრაფია: საკითხავი წიგნი მე-4 კლასისათვის. თბ., ცოდნა;

ლიტ.: ბოლაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640; ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., ISBN 9992806982; ლოლუა ე. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 2, 2012, გვ. 481.