დონაძე ვარლამ ბარნაბის ძე
დონაძე ვარლამ ბარნაბის ძე

დონაძე ვარლამ ბარნაბის ძე (15.V.1908, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპ. – 6.IX.1989, თბილისი), ისტორიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). სწავლობდა ოზურგეთის ჰუმანიტარულ სასწავ­ლებელში. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტ­ყვე­ლების ფაკ-ტი ისტორიის განხრით (1929). ავადმყოფობის გამო ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 30-იანი წლების მიწურულს დაუბრუნდა უნ-ტს და სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა კოლონ. და ნახევრადკოლონიური ქვეყნების კათედრაზე, რ-საც იმხანად პროფ. ნ. დუბროვსკი ხელმძღვანელობდა. სა­კანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „შავი ზღვის სრუტეების (ბოსფორისა და დარ­დანელის) პრობლემა იმპერიალიზმის ეპოქაში“ (1942), შემდეგ გადავიდა ახ. ის­ტო­რიის კათედრაზე, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა (1943-დან). სადოქტორო დისერტაცია და­იც­ვა თემაზე: „რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე“(1962). დასავლეთ ევროპის აქტუალური საკითხების შესწავლასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახ. და უახლესი ისტორიის სწავლებაში, შესწავლასა და პოპულარიზაციაში. პირველმა დაწერა სახელმძღვანელოები ამ საგნებში. აქტიურად იყო ჩართული ევრ. და ამერიკის ქვეყნების ახ. და უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოების შექმნაში. საინტერესოა მისი გამოკვლევები ახ. ისტორიის საკვანძო საკითხებზე ქართვ. სამოციანელების დამოკიდებულების შესახებ, რაც სიახლე იყო. მასვე ეკუთვნის საგულისხმო გამოკვლევები რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობებსა და აზიის ისტორიის თემაზე.

თხზ.: დონაძე, ვ. (1955). სუნ იატ-სენი დიდი ჩინელი რევოლუციონერი დემოკრატი. თბ., სახელგამი; დონაძე, ვ. (1957). იმპერიალიზმის კოლონიური სისტემა და მისი დაშლა. თბ., სახელგამი; დონაძე, ვ. (1959). რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა; დონაძე, ვ. (1962). ნიკო ნიკოლაძის ისტორიული შეხედულებები: ახალი დროის მსოფლიო ისტორიის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; დონაძე, ვ. (1963). საზღვარგარეთული აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი ისტორია (ლექციების კურსი). ნაწილი 1: (XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლომდე). თბ., გამომც. ცოდნა; დონაძე, ვ. (1965). საზღვარგარეთული აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი ისტორია. ნაწილი 2: XIX საუკუნის 70-იანი წლები-დან დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციამდე. თბ., გამომც. ცოდნა; დონაძე, ვ. (1968). აზიისა და აფრიკის ქვეყნების უახლესი ისტორია. ნაწილი 1: 1918-1945 წლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; დონაძე, ვ. (1970). ქართველი სამოციანელები ახალი ისტორიის პრობლემათა შესახებ. თბ., გამომც. საბჭ. საქართვ.; დონაძე, ვ. (1974). ინდოელი ხალხის დიდი შვილი მაჰათმა განდი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; დონაძე, ვ. (1978). საფრანგეთის ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები და ქართული პუბლიცისტიკა (XIX ს. მე-2 ნახევარი). თბ., უნ-ტის გამ-ბა; დონაძე, ვ. (1983). ბოსფორი და დარდანელი: საკითხის ისტორიის ნარკვევები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; დონაძე, ვ. (1987). ილია ჭავჭავაძე და მსოფლიო ისტორიის ახალი პერიოდის აქტუალური პრობლემები. თბ., გამომც. საბჭ. საქართვ.; დონაძე, ვ. (1987). ნიკო ნიკოლაძის სოციოლოგიური და ისტორიული შეხედულებები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.