დონაძე ცეცილი ივანეს ასული
დონაძე ცეცილი ივანეს ასული

დონაძე ცეცილი ივანეს ასული (30.III.1954, წესი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – 19.XI.2023, თბილისი), გეომორფოლოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (2003). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეომორფოლოგიის სპეციალობით (1981). სტუდენტობის დროიდან მუშაობს გეომორფოლოგიის კათედრაზე ლაბორანტის (1979-დან), მასწავლებლისა და დოცენტის თანამდებობებზე, შემდეგ კი-გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენ-პროფესორად (2006-2023). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მეწყრული მოვლენების განვითარების კანონზომიერებანი და მათი შესწავლის სამეურნეო მნიშვნელობა“ (2003). გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: „Evaluating the Touristic Potential of Georgia’s Landscapes. Inter­na­ti­o­nal confe­ren­ce: Environment – Landscape – European Identity: 2011 An­nu­al Me­e­ting of the Fa­culty of Geography“ (Bucharest, 2011, 4-6 November); „ლანდშაფტურ-გეოფი­ზი­კური კვლევა დაცული ტერიტორიებისათვის ხელ­საყ­რე­ლი უბნების გამო­სავ­ლე­ნად. კრ.: „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები“ (საერთაშ. კონ­ფე­რენციის მასალები. საქარ­თ­ვ. გეოგრ. საზ-ბა, 2011); კოლხეთის ბარის ლანდშაფტების ან­თროპოგენური ტრანსფორმაციის დინამიკა: I საერთაშ. კონფერენცია „კოლ­ხეთის დაბლობის წყლის ეკოსისტემები – დაცვა და რაციონალური გა­მო­ყენება“ (შრომათა კრებ.,  22-24 ივლისი); „Evaluation of Agri Resource Potential of Georgia’s Landscapes by the Use of Mathematical Methods“ (IJSR, 2013, Vol. 2, Issue: 12, December), რომელთა ძირითადი ნაწილი ეხება თანამედროვე გეოდინამიკური პროცესების კვლევას. მონაწილეობა მიიღო „გეომორფოლოგიური ლექსიკონის“ შედგენაში (1996).

თხზ.: დონაძე, ც. (2013). იმერეთის მეწყრები: (განვითარების კანონზომიერება და მათი შესწავლის სამეურნეო მნიშვნელობა), სალექციო კურსი. თბ., გამომც. უნივერსალი; დონაძე, ც., (თანაავტორი). (2013). დედამიწისმცოდნეობა. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941132872.