დონაძე სერგო მიხეილის ძე
დონაძე სერგო მიხეილის ძე

დონაძე სერგო მიხეილის ძე (1905, სოფ. უყეში, ამბროლაურის რაიონი). დაამთავრა  თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1925-1930). მუშაობდა საქართვ. განათლების მუშაკთა კავშირის ინსტრუქტორად პიონერებთან (1925); ასევე ზედამხედველობას უწევდა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებს (1926-1927); მუშაობდა საქართვ. კომპარტიის (ბ) თბილ. კომიტეტში (1927); 26 კომისრის სახ. პარტიის რაიონულ კომიტეტში - სააღრიცხვო-საინფორმაციო განყ-ების გამგის მოადგილედ; მოსკოვში, ლენინის სახ. პარტრაიკომის შტატგარეშე ინსტრუქტორად. დ. ს.-მ დაამთავრა მოსკოვის სავაჭრო ინ-ტის ასპირანტურა (1931-1934), თსუ-ში კითხულობდა ლექციების კურსს ვაჭრობის, ეკონ. და  ფინანს. დაგეგმარების შესახებ (1934).  პარალელურად იგი სხვა თანამდებობებზეც მუშაობდა: იყო სახბანკის სამრეწველო სექტორის დირექტორი (1934-1937); საქ. ვაჭრობის სახელმწ. კომისრის მოადგილე და საგარეო ვაჭრობის რწმუნებული საქართველოში (1937); საქართვ. სსრ ვაჭრობის სახელმწ. კომისარი (1938); ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყ-ბის გამგის მოადგილე; აირჩიეს საქართვ. სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად (1938), შემდეგ საქართვ. კომპარტიის (ბ) ცენტრ. კომიტეტის წევრად. დ. ს.-ის მიენიჭა დოცენტის წოდება (1938).

თხზ.: Донадзе, С. (1941). Лучше использовать местные продовольственные ресурсы. Заря Востока, 17 января; დონაძე, ს. (1954). წარმოებისა და მოხმარების ურთიერთობის შესახებ სოციალისტურ       საზოგადოებაში. კომუნისტი, 27 აგვისტო.

ლიტ.:  იმედაშვილი, ი. (2018). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ. 1: ა-დ. თბ., გვ. 885.