დონაძე მერაბ გენადის ძე
დონაძე მერაბ გენადის ძე

დონაძე მერაბ გენადის ძე ( 17. VII. 1937, თბილისი-16. XII. 2010, იქვე), ქართვ. მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. დამს. არტ. (1978). დაჯილდოებულია  ღირსების ორდენით (1998). იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემიით (1997). მან დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვ. (1961, ვ. ქაშაკაშვილისა და გ. მარგიევის კლასები). გახდა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII საერთაშ. ფესტივალის ლაურუატი (ჰელსინკი, 1962,  I პრემია-ოქროს მედალი).  იგი პარალელურად ამთავრებს თსუ-ის  ჟურნალისტიკის ფაკ-ტს (1962). დ. მ. იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრ.  სოლისტი (1962–1981). შესრულებული აქვს სხვადასხვა პარტიები-ონეგინისა და ელეცკის (პ. ჩაიკოვსკის ,,ევგენი ონეგინი“ და ,,პიკის ქალი“), ლევანისა და საქოს (ვ. დოლიძის ,,ქეთო და კოტე“), ქალუნდაურის (შ. მშველიძის ,,დიდოსტატის მარჯვენა“), სილვიოს (რ. ლეონკავალოს ,,ჯამბაზები“), ოიდიპოსის (ა. შავერზაშვილის ,,ოიდიპოს  მეფე“.  საკონცერტო შესრულება)  და ა.შ. იგი მღეროდა კიევის საოპერო თეატრში (1975-1977);  მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის  გენ. დირექტორად (1993–2006). ეწეოდა პედ. მოღვაწ.  თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში. სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა  კომპ.  ვაჟა აზარაშვილთან .

ლიტ.: ტორაძე, გ. (2012). დონაძე მერაბ. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 2, გვ. 481.