- კატეგორიები: მათემატიკოსი
დონაძე გურამ
დონაძე გურამ (04.VII.1972, ჭიათურა), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ჭიათურის მე-8 სკოლა (1989), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1994) სპეც. “მათემატიკა”. სწავლობდა სანტიაგო დე კომპოსტელას (ესპანეთი) უნ-ტის დოქტორანტურაში მათემატიკის ფაკ-ტზე (2008-2010). მუშაობდა ბრაზილიის უნ-ტში (ბრაზილია) მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე (2019-2022). მუშაობს თსუ-ის ა. რაზმაძის მათ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (2019). დ. გ.-ის სამეცნ. გამოკვლევები შეეხება არა-აბელური ჰომოლოგიური ალგებრის, ჰოხშილდისა და ციკლური ჰომოლოგიების, კომუტაციური ალგებრებისა და ჯგუფთა თეორიის საკითხებს.