-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი კურსდამთავრებული ელჩი მინისტრი
დოლიძე ვიქტორ ისიდორეს ძე (4.VII.1973, თბილისი), იურისტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1995); რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯი (1997); შვედეთის ეროვნ. თავდაცვის კოლეჯი (1998); თავდაცვის რესურსების მართვის ინ-ტი (ქ. მონტერეი, კალიფორნია, 1999); ჯ. მარშალის სახ. უსაფრთხოების ევრ. ცენტრი (2004). იყო საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხ.-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის, ნატოს განყ-ბის უფროსის მოადგილე (1997-1998); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხ.-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტ. ორმხრივი ურთიერთობების განყ-ბის უფრ. (1998-1999); ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართვ. საელჩოს მრჩეველი (1999-2000); ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართვ. საელჩოს, ევროგაერთიანებებსა და ნატოსთან საქართვ. წარმომადგენლობის მრჩეველი (2000-2001); საქართვ. წარმომადგენლი ნატოში (2001-2004); საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტ. დირექტორი (2004-2005); საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშ. ორგანიზაციებთან საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი (2005-2009); თბილ. საკრებულოს წევრი: პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი "ალიანსი საქართველოსთვის“ (2010-2012); საქართვ. პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, ჩუღურეთის საარჩევნიო ოლქი, პოლიტ. ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" (2012-2016); ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრი (2016-2017); ჟენევაში გაეროს განყ–ბებსა და სხვა საერთაშ. ორგანიზაციებში საქართვ. მუდმივი წარმომადგენლი (2017-2020); ნატოში საქართვ. ელჩი (2020-დან). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლ. რანგი (2007).