-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტოლოგი
დოლიძე ვალერიან მამიას ძე (5.X.1958, ქ. თბილ.). ქართვ. პოლიტიკის მეცნიერი, ისტორიის მეცნ. დოქტორი. თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის პოლიტიკურ მეცნ. დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (2022). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. უნ-ტი. (1981), თსუ-ის ასპირანტურა (1984). მიენიჭა ისტორიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1990). თსუ-ის სოციალურ-პოლიტ. თეორიისა და პოლიტოლოგიის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1991–1995); ამავე კათედრის დოცენტი (1995–2003); თსუ-ის პოლიტ. ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი (2003–2005); თსუ-ის პოლიტიკურ მეცნ. დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი (2005–2010); მოწვეული ლექტორი (2010–2011); ასისტენტ-პროფესორი (2011–2022); ასოცირებული პროფესორი თსუ-ის პოლიტიკურ მეცნ. დეპარტამენტში(2022). კითხულობს სალექციო კურსებს: არჩევნები და საზ-ება, ეკონომიკა და საჯარო პოლიტიკა, სოციალური მოძრაობები და საჯარო პოლიტიკა. სხვადასხვა წლებში კითხულობდა კურსებს პოლიტიკის კვლევის მეთოდებში, შედარებით პოლიტიკაში, პოლიტიკურ სისტემებში, აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში, ლობიზმში, ბიზნესსა და პოლიტიკაში, საქართვ. პოლიტიკურ სისტემაში. დ.ვ. არის 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: პოსტკომუნიზმი, დემოკრ. ტრანზიტი და პოლიტ. ცვლილებები, პოლიტ. პარტიები და ინტერესთა ჯგუფები, პოლიტ. რეჟიმები, საჯარო პოლიტიკის ფორმირება, ბიზნესი და პოლიტიკა. ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართ. და უცხ. სამეცნ. გამოცემებში. დ.ვ.-ს სამეცნ. ნაშრომებში გამიჯნულია დემოკრ. ევოლუციისა და დემოკრატიზაციის ცნებები. საქართვ. პოლიტ. განვითარების ანალიზში დემოკრატიის დამკვიდრება განიხილება როგორც დემოკრატიზაციისა და ავტორიტარული ტენდენციების პერიოდულად მონაცვლე ციკლური პროცესი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის დემოკრ. ევოლუცია აიხსნება დემოკრ. პოტენციალის დაგროვების კონტექსტში. მისი კვლევები მოიცავს აგრეთვე საჯარო პოლიტიკის ფორმირების პრობლემატიკას და სპეც. ინტერესთა ჯგუფების როლს პოლიტ. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე პოსტკომუნისტურ სივრცეში რევოლუციური ცვლილებების, პოლიტ. პარტიებისა და პარტიული მშენებლობის საკითხებს. ცალკეულ ნაშრომებში გაანალიზებულია პოსტკომუნისტური ქვეყნების დემოკრ. განვითარების ახსნაში ტრანზისტოლოგიური მიდგომების შეზღუდვები.
თხზ.: Dolidze, V. (თანაავტორი). (1996). Problems of Democratization in the Republic of Georgia; Валериан, Д. (2005). Политические партии и партийное строительство в Грузии; დოლიძე, ვ. (2009). არისტოტელე და შედარებითი პოლიტიკის საგანი. თბ., ISBN 978-9941-0-2161-0; დოლიძე, ვ. (2010). გერმანული პოლითეა. თბ., ISBN978-9941-0-3161; დოლიძე, ვ. (2011). ფრანგული პოლითეა. თბ., ISBN 978-9941-0-3162-5; დოლიძე, ვ. (2011). ადრე და შუა დეველოპერები: საფრანგეთი, გერმანია. თბ., ISBN978-9941-0-3662-0BN; დოლიძე, ვ. (2012). ტრანზიცია, დემოკრატიზაცია, ტრანსფორმაცია: რატომ მოკვდა ტრანზისტოლოგია?; დოლიძე, ვ. (2019). ეკონომიკა და საჯარო პოლიტიკა. თბ., ლოგოსი. ISBN 978-9941-468-70-4; Долидзе, В. (2020). Эволюционные циклы политического развития Грузии; Dolidze, V. (თანაავტორი). (2024). Authocratization and Resilience of Democratic Evolution of Georgia.