-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ბიზანტიოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
დოლიძე თინათინ ისიდორეს ასული (08. IX. 1951, თბილისი), ფილოლოგი-ბიზანტინისტი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1974) და ასპირანტურა (1978). იყო თსუ-ის კლასიკური ფილოლ. კათედრის მასწავლებელი (1980); ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1985); უფ. მასწავლებელი (1986), თსუ-ის დოცენტი (1990); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006); ბიზანტინისტიკის კათედრის ხელმძღვ. (2006); თსუ-ის პროფესორი (2013); თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტის ხელმძღვ. (2017-2021). მისი საკანდიდატო თემა იყო: „ტექსტოლოგიური ანალიზი ამონიოსის სკოლის კომენტარებისა არისტოტელეს „კატეგორიებზე“ (1985). დ. თ. იყო პასუხისმგებელი მდივანი თსუ-ის შრომებისა: „არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა“ (1975-1985); რედკოლეგიის წევრი საერთაშ. ჟურნ. “Phasis. Greek and Roman Studies. Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies. Tbilisi Ivane Javakhishvili State University, Tbilisi/Logos” (1991-დან), წევრი საგამომცემლო პროექტისა “Corpus Christianorum. Series Graeca. Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio Iberica” (1999-2001), კოორდინატორი საუნ-ტო კავშირისა (პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის პროგრამა) თსუ-ისა და პიზის უნ-ტს შორის (2001-2007); ნაციონალური კორესპონტენტი წელიწდეულისა ‘Adamantius. Notiziario del Gruppo Italiano di Ricerca su "Origene e la tradizione alessandrina" (Pisa/Bologna) (2000-დან); რედკოლეგიის წევრი საერთაშ. ჟურნ. „ფილოსოფიური განაზრებანი“ (ილიას უნ-ტი, 2001-დან); რედკოლეგიის წევრი ჟურნ. „მნემოსინე“, სტუდენტთა შრომებისა ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში (2004-დან); ბიზანტინოლოგთა საერთაშ. ასოციაციის ქართ. სექციის გამგეობის წევრი (2004-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2006-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2006-2010); ხელმძღვ. სასწ. და სამეცნ. პროექტისა „დიონისიოს ვარელასი ბიზანტინისტიკის განვითარებისათვის“ (2006-დან); ‘International Association of Patristic Studies/ Association Internationale d' Études Patristiques (IAPS/AIEP)“-ის ნაციონალური კორესპონდენტი და ასოციაციის ქართ. სექციის ხელმძღვ. (2008-დან); კოორდინატორი საუნ-ტო კავშირისა (პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის პროგრამა) თსუ-ისა და ბოლონიის Alma Mater Studiorum უნ-ტს შორის (2008-2014); რედკოლეგიის წევრი წელიწდეულისა „ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი“ (ილიას სახელმწიფო უნ-ტი, ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, 2008-დან); მთ. რედ. სერიისა პატრისტიკული კვლევა საქართვ-ში (2009-დან); IAPS/AIEP-ის საბჭოს წევრი (2010-2024); კოორდინატორი და წევრი HESP-ის პროექტისა „The Southern Caucasus and its Neighbours, c. 300-c.1600. University, Budapest“ (2011-2014); რედკოლეგიის წევრი გამომცემლობა Brill (Leiden)-ის სერიისა „Biblical Exegesis from Eastern Orthodox Perspectives“ (2023-დან). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები (წერილები, საენციკლოპედიო სტატიები, რეცენზიები) უცხოეთის გამომცემლობებში: Brill (Leiden); Peeters (Leuven), Brepols (Turnhout); de Gruyter (Berlin); B.R.Grüner (Amsterdam, Philadelphia); CEU (Budepest), SVH (Saarbrücken); Città Nuova (Roma); Monte Carmelo (Burgos); P.G. Pazzini (Pisa); Morcelliana (Bologna); Rudolf Habelt GMBH (Bonn); ΕΠΤΑΛΟΦΟΣ ΑΒΕΕ (Αthens).
თხზ.: დოლიძე, თ. (თანაავტორი). (2003). საკითხავი წმიდისა სამებისათვის, რომელსა შინა მოიხსენებს აბრაჰამს: თარგმანი გიორგი მთაწმიდელისა. თბ., კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, ISBN: 9992807733; დოლიძე, თ. (რედაქტორი). (2007). ბიზანტინოლოგია საქართველოში. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789994031764; დოლიძე, თ. (თანაავტორი). (2009). წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა: ტ. 1. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941015656; დოლიძე, თ. (2018). საყოველთაო მოძრაობის ღვთისმეტყველება: ინოვაცია და ტრადიცია გრიგოლ ნოსელის ნააზრევში. სერია: პატრისტიკული კვლევა საქართველოში, პატრისტიკული კვლევის საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექცია: ტ. 3. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941468674; დოლიძე, თ. (თანაავტორი). (2023-2024). ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები: IV-XV საუკუნეები; პატრისტიკული კვლევა საქართველოში: ტ. 9: ნაკვ. 1-2. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941985713, ISBN: 9789941985768.