დოლიძე სოფიო სოსოს ასული
დოლიძე სოფიო სოსოს ასული

დოლიძე სოფიო სოსოს ასული (18.IV.1977, თბილისი), ფსიქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი გერმ. ენის სპეციალობით (1996), თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტი (1998) და ასპირანტურა (2001). არის ფსიქოლ. დოქტორი (2009), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „თვალსაჩინო ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანთა პიროვნული პროფილი“ (2008). იყო თსუ-ის მოწვეული პედაგოგი (2001-2012), ასისტენტ პროფესორი (2013-2017) და ასოცირებული პროფესორი (2018-დან). დ. ს. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ფსიქოლ. დეპარტამენტსა და ამავე ფაკ-ტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლ. ინ-ტს (2021-2025). იყო „ქართული ფსიქოლოგიური“ ჟურნ. სარედაქციო საბჭოს წევრი (1999-2005), საქართვ. პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი (2000-2004), შეფასებისა და გამოცდების ეროვნ.  ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის უფრ. (2004-2018), საგანმან.  პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის გამგეობის წევრი (2012-2024), საგანმან. კვლევების ეროვნ. ცენტრის კვლევისა და შეფასების კოორდინატორი (2023-დან). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2005). თანაავტორებთან ერთად პერიოდულ გამოცემებსა და სამეცნ. კრებულებში გამოქვეყნებულია მისი ნაშრომები, მათ შორის: „ფრაიბურგის პიროვნების კითხვარის ქართული ვერსია“ (GESJ: Education Science and Psychology, №2(9), 2006); „პედაგოგთა პროფესიული თვითშეფასება და მისი მიმართება სასერტიფიკაციო გამოცდებთან“ (GESJ, №2(24), 2013); „დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა — პრობლემები და პერსპექტივები“ (GESJ, №1(27), 2014); „პიროვნების კონგრუენტული პროფესიული არჩევანის როლი სტუდენტთა აკადემიურ მიღწევებში“ (GESJ, №4(46), 2017); „დისტანციურად მუშაობა: დასაქმებულთა განწყობების ანალიზი“ (GESJ, №1(58), 2021); „6 თვიდან 6 წლამდე ბავშვის განვითარების მდგომარეობის შესაფასებელი ტესტის ქართული ვერსიის პირველადი სტანდარტიზაცია“ (GESJ, №1(62), 2022); „Bildungsgleichheit und Lerneinbußen durch die Umstellung auf digitalen Fernunterricht“ (ბერლინი, 2024).
თხზ.:დოლიძე, ს. (თანაავტორი). (2009). რიჩარდ გერიგი, ფილიპ ზიმბარდო, ფსიქოლოგია და ცხოვრება. მე-16 გამოც. თბ., უნ-ტის გამ-ბა; დოლიძე, ს. (თანაავტორი). (2015). ერიკ ბერნი, თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ. თბ., გამომც. არეტე.