-
ავტორი
- კატეგორიები: რეჟისორი ისტორიკოსი დეპუტატი
დოლიძე სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე (08. II.1903, ოზურგეთი-17.VII.1983, თბილისი, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში)-ქართვ. კინორეჟ. და სცენარისტი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1950), სსრკ. სახ. არტისტი (1965). დ. ს.-მ დაამთავრა თსუ-ის ისტორია-ფილოლ. ფაკ-ტი (1925) და მუშაობა დაიწყო „სახკინომრეწვში“, ჯერ ადმინისტრატორად, შემდეგ რეჟ. ასისტენტად. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია „დღე ყარაჩოში“ (1927). ამავე პერიოდში ჩამოაყალიბა და შემდგომ ხელმძღვ. კინოქრონიკის სექტორს (1928 ). მან პირველი მხატვრული ფილმი „ზვავთა მხარეში“ გადაიღო (1931), რომელსაც მოჰყვა „უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „მეგობრობა“, „ჭრიჭინა“, „ეთერის სიმღერა“, „ფატიმა“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“ და სხვები. დ. ს. იყო თავისი ფილმების სცენარის ავტორიც. აღსანიშნავია ის რომ, მან კინოხელოვნებას აზიარა სერგო ზაქარიაძე, თამარ ციციშვილი, აკაკი კვანტალიანი და სხვები. დ. ს-ის მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმს „ჯურღაის ფარს“ მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1950). დ. ს. იყო საქ. სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირის თავ-რე (1957-1976). დაჯილდოებულია ლენინის, ოქტომბრის რევ., ორი შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით. იყო საქ. რესპ. IV-VII და IX მოწვევის უმაღლ. საბჭოს დეპუტატი. ოზურგეთში დგას დ. ს.-ს ძეგლი და არის მისი სახელობის ქუჩა. მისი მიერ გადაღებული ფილმებია: „კუკარაჩა“ (1982); „კაცია ადამიანი?!“ (1979); „გაქცევა გათენებისას“ (1975); „სემირამიდას ბაღები“ (1970); „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (1967); „შეხვედრა წარსულთან“ (1966); „პალიასტომი“ (1963); „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959); „ფატიმა“ (1959); „ეთერის სიმღერა“ (1957); „ჭრიჭინა“ (1954); „ჯურღაის ფარი“ (1944) დ. რონდელთან ერთად; „მეგობრობა“ (1940); „დარიკო“ (1936); „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1934); „ზვავთა მხარეში“ (1931) როგორც სცენარისტი; „კუკარაჩა“ (1982); „ჭრელი პეპელა“ (1981, ანიმაციური); „კაცია ადამიანი?!“ (1979); „ბულბულის იუბილე“ (1978, ანიმაციური); „გაქცევა გათენებისას“ (1975); „სემირამიდას ბაღები“ (1970); „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (1967); „შეხვედრა წარსულთან“ (1966); „სათაგური“ (1965, ანიმაციური); „პალიასტომი“ (1963); „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959); „ფატიმა“ (1958); „ეთერის სიმღერა“ (1957); „ჩხიკვთა ქორწილი“ (1957, ანიმაციური); „ჯურღაის ფარი“ (1944); „მეგობრობა“ (1940); „დარიკო“ (1936); „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1934); „ზვავთა მხარეში“ (1931); „საკანი № 79“ (1930); „ჩემი ბებია“ (1929).
ლიტ.: დოლიძე სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, 1978, გვ. 610-611; დოლიძე სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2, 2012, გვ. 476; ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. (1994). მამულიშვილთა სავანე, გვ. 126, თბ.