-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ანგლისტი ასოცირებული პროფესორი
დოლიძე რუსუდან გურამის ასული (29. VII. 1957, თბილისი), ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა უცხო ენების ინ-ტი, ინგლ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1980). იყო ფილოლ. მეცნ. კანდ. (1995); თსუ-ის დოცენტი (1998); ასოცირებული პროფესორი (2009); არის ბელგიის ლინგვ. საზ-ბის წევრი (2013). მისი სადისერტაციო ნაშრომია: „სამეცნიერო ტექსტის კომპოზიციურ-სამეტყველო აქტები: (ინგლისური და ქართული სამეცნიერო სტატიების მაგალითზე)“. დ.რ-ს გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი შრომა ადგილობრივ და საერთაშ. პერიოდულ გამოცემებში: „საბუნებისმეტყველო სტატიების კომპოზიციური სტრუქტურა: [ქართული და ინგლისური ენების მასალაზე]“ (საქართვ. მეცნ. აკადემიის მაცნე: ენისა და ლი-რის სერია. თბ., 1991, N3); „რომანის ეკრანული ადაპტაციის თავისებურებანი“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2006, [ტ.] XXIV).
თხზ.: დოლიძე, რ. (თანაავტორი). (2004). The Law of Treaties. თბ., თსუ-ის გამ-ბა; დოლიძე, რ. (2018). Readings in English Philology. თბ., უნტ-ის გამ-ბა, ISBN: 9789941362446; დოლიძე, რ. (თანაავტორი). (2023). Stylistics: (Seminar Reader). თბ., უნტ-ის გამ-ბა, ISBN: 9789941361357.