-
ავტორი
- კატეგორიები: დირიჟორი
დოლიძე მამუკა დავითის ძე (04.VIII.1946, თბილისი - 18.VI 2017, თბილისი). დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ვიოლონოს კლასი, 1969); ლენინგრადის კონსერვატორია (საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა, 1976); იყო აფხაზეთის ასსრ სიმფონიური ორკესტრის მთ. დირიჟორი (1976-1978); ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის დოცენტი (1979-დან), აქვე კამერული ორკესტრის დირიჟორი (1979-1997); თეირანის (ირანი) კონსერვატორიის პროფესორი (დირიჟორი, მევიოლინე) (2000-2002); ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის დირიჟორი (2000-2007), ასოცირებული პროფესორი (2005); შ. შანიძის სახელობის ხელოვნების N 20 საორკესტრო სკოლის პედაგოგი (2007), ამავე სკოლის მოსწავლეთა სიმფ. ორკესტრის დირიჟორი და ხელმძღვ. (2007-დან). მან თსუ-ის სხვადასხვა ფაკ-ტის სტუდენტთა ბაზაზე ჩამოაყალიბა კამერული ორკესტრი (1992), რ-საც ხელმძღვანელობდა (2002-მდე). ორკესტრის რეპერტუარში შედიოდა როგორც ცნობილ კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოებები (ბეთჰოვენი, მოცარტი, ჰაიდნი, ვივალდი და სხვა), ასევე ქართვ. კომპოზიტორთა (აზარაშვილი, ცინცაძე, ლაღიძე, მაჭავარიანი, ცაბაძე, სეფისკვერაძე, კვერნაძე და სხვა) როგორც კლასიკური, ასევე საესტრადო ნაწარმოებები. ორკესტრი კონცერტებს ატარებდა საქართვ. სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში. თსუ-ის საპატიო დოქტორის გერტ ჰუმელის (02.XII.1991) ინიციატივით, ორკესტრმა კონცერტი ჩაატარა საქართვ. ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიაში. მისივე მიწვევით თსუ-ის სტუდენტთა ორკესტრი ორჯერ იმყოფებოდა გასტროლებით გერმანიაში, ორკესტრს ასევე კონცერტები ჰქონდა გამართული სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში, ირანსა და ჰოლანდიაში.