დოლიძე ლიპარიტ ავთანდილის ძე
დოლიძე ლიპარიტ ავთანდილის ძე

დოლიძე ლიპარიტ ავთანდილის ძე (22.IV.1972, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა სპი ქიმიის ფაკ-ტი სპეციალობით ელექტრო-ქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგია (1994). ქიმიის მეცნ. კანდ. (2004). იყო: პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1995-2006); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან); შპს „ქიმიანის“ მენეჯერი (2009-2016); საქართვ. შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა   და  გარემოს  დაცვის   ასოციაციაციის „OSHE”  ექსპერტი და მენტორი (2018-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: ორგ. ქიმია; ქიმიური ინჟნერია; ქიმ. პროცესების ტექნოლოგია; გარემოსდაცვითი ბიოტექნოლოგიები. თანაავტორია სამეცნ. სტატიების: „Reducing the negative impact of multicomponent contamination by the activation of soil self-purification processes“, (Ecological and environmental chemistry, 2017, 92-192); „Bioremediation of soils contaminated with heavy metals“, (International Academy Journal Web of Scholar, 2021, 2(52), 29-32) და სხვ., აგრეთვე ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების. დ. ლ. მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში: „Recovery and Reprocessing of Smoke-Screen Chemicals from Vartsikhe Base“ (2006); „Monitoring of the Polluted Territories of Former Military Airfields in Georgia (1th stage -Kopitnarii)“ (2007); „Monitoring of the Polluted Territories of Former Military Airfields in Georgia (2nd stage -Vaziani)“ (2008) და „Tbilisi Arsenal Storage Base - site decontamination“ (2008).