-
ავტორი
- კატეგორიები: რეჟისორი თბილისის საპატიო მოქალაქე
დოლიძე ქეთევან (ქეთი) სიმონის ასული (04.XII.1945, თბილისი). ქართ. თეატრ. და კინოს რეჟ., მსახიობი, საქართვ. ღირსების ორდენისა (1996) და თამარ მეფის ორდენის კავალერი (2021), საქართვ. კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. თბილ. საპატიო მოქალაქე (2015). დ. ქ-მ დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ. ფაკ-ტი (1967 ); თბილ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკ-ტები (1975 ). იგი იყო საქართვ. სამაუწყებლო ტელევიზიის რეჟ. (1974–1998 ); კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟ. (1975 ). კინომსახიობთა თეატრ. რეჟ. (1997 ); საერთაშ. ფესტივალ „საჩუქრის“ სამხატვრო ხელმძღვ.; მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრ. სამხატვრო ხელმძღვ. (2017, განთავისუფლდა); ქალთა მოძრაობა „მანდილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომიტეტის თავ-რე (1993). ქ. დ.-ის მიერ გადაღებული ფილმებია: ,,კაცია ადამიანი?!“ (1979), ,,კუკარაჩა“ (1983), ,,სანამ წვიმა გადაივლიდეს“ (1985), ,,მარტოხელა მონადირე“ (1989), ,,ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“ (1992) და სხვა. ავტორია სატელევიზიო დადგმებისა: ,,დღესასწაული“ (1973), ,,ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს’’ (1975) და სხვა. მის ფილმებს მოპოვებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის აღსანიშნავია ,,კუკარაჩა“, რ-მაც მოიპოვა პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისათვის, ლენინგრადის ფილმების ფესტივალზე (1983); ასევე ,,ძველი მელოდია“, ამ უკანაკნელმა მოიპოვა პრიზი აზიური ფილმების ფესტივალზე (ტაშკენტში, 1985). დ. ქ-ს შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: ,,სისხლიანი ქორწილი“ (1974), ,,შენკენ სავალი გზები“ (1984), ,,მედეა- გახლეჩილი სამყარო“ (1997), ჩემი თაობის ავტოპორტრეტი (2000) და სხვა.
ლიტ.: ქეთევან (ქეთი) დოლიძე: ვინ ვინაა საქართველოში. ქართული ბიოგრაფიული ცნობარი (1999). თბ., გვ. 118; ქეთევან (ქეთი) დოლიძე. თბილისი: ენციკლოპედია (2002). თბ., გვ. 428, ISBN 9992820322.