დოლიძე გურამ მილოსის ძე
დოლიძე გურამ მილოსის ძე

დოლიძე გურამ მილოსის ძე (28. IV.1930, ბათუმი-19. IV. 1998), ფიზიკოსი. სწავლობდა თსუ-ში ახლად გახნილ ფიზ. ტექ. ფაკ-ზე (1948-1953), რ-იც მალე ჩამოყალიბდა ფიზიკის ფაკ-ტის რუსულ სექტორად. მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტში (1953-1958), საქართვ. მეცნ. აკად. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (1958-1969), თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1969-1998). დ. გ.-ს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. (1965) და დოქტორის (1988) ხარისხები, სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი: „დიელეკტრიკებში ეგზოელექტრული ემისიის კინეტიკური კანონზომიერებები“. მისი სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი აღიარებულია მყარი სხეულების ფიზიკის მიმართულებით, ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ნაშრომად, სადაც განხილულია: ეგზოემისიის ფიზიკური მექანიზმები, შესაბამისი პროცესებოს კინეტიკა, რადიაციული, თერმული და ადსორბციული ეფექტების გავლენა დიელექტრიკული მასალების ემისიის თვისებებზე. დ. გ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: რადიაციული მოვლენები, დიელექტრიკების ეგზოელექტრონული ემისია. ზედაპირის ფიზიკა; მრავალი წლის მანძილზე იკვლევდა ემისიის ფუნდამენტალურ მექანიზმებს  და კავშირს ჰეტეროგენული კატალიზით მიმდინარე ემისიასა და დასხივებული ოქსიდების ზედაპირებზე „ქიმიოადსორბციას“ შორის; არის ადგილ. და საერთაშ. მრავალი სამეცნ. ღონისძიებისა და 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია საბჭ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: მაგ.: „ გამა-გამოსხივების მოქმედებით წყალბადის ადსორბციის კინეტიკური გამოკვლევა“ (თსუ-ის მიმოხილვითი შრომები, 1975). დ. გ.-ს უმნიშვნ. სამეცნ.  კვლევების მიმართულებებია: ეგზოელექტრონული ემისია და კრისტალების დეფექტები: დიელექტრიკების ზედაპირზე ეგზოელექტრონული ემისიის შესწავლით შექმნა მეთოდი, მყარი სხეულების ზედაპირული ცენტრებისა და დეფექტების ენერგეტ. სიღრმის შესაფასებლად; ფიზიკო-ქიმ. რადიაცია: გამოიკვლია რადიაციით გამოწვეული იზოტოპების „გაცვლის“ კინეტიკა დეიტერიუმსა და ჰიდროქსილის (ალუმინის ოქსიდი, სილიკა გელი) შორის მაიონიზირებელი გამოსხივების ველში; შეისწავლა რადიაციულ-ქიმ. პროცესები და „ელექტრონული აგზნების მოდუნება“ დაბალ ტემპერატურებზე; ფუნდამენტალური აღმოჩენა: იგი გ. სანაძესთან ერთად (თსუ, 1960) მსოფლიოში პირველად, ექსპერ. დააკვირდა მცენარეების მიერ მეთანის გამოყოფას. დ. გ. არის ამ მიმართულებით ბევრი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვ. ნაყოფიერი სამევნ. და პედ. მოღვაწეობისთვის მიენიჭა პროფესორის წოდება (1990).