-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დოლიძე დავით იაგორის ძე (03. II. 1908, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარი-09.IX.1960, თბილისი). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1945). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1928) და დამკვირვებლად დაიწყო მუშაობა საქართვ. გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ასისტენტი (1929). ასპირანტურის კურსი გაიარა ლენინგრადის სახელმწ. ჰიდროლ. ინ-ტში (1930-1933), თბილ. სატყეო ინ-ტის მათემატიკის კათედრის თანამშრომელი (1934-1938), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მათემატიკის კათედრის გამგე (1939-1947); საქართვ. მეცნ. აკადემიის მათ. და საბუნებისმეტყველო მეცნ. განყ-ბის სწავლული მდივანი (1941-1945), თსუ-ის პრორექტორი (1947-1954), ტექ. მექანიკის კათედრის გამგე (1949-1954), თსუ-ის ჰიდრო-აერო მექანიკის კათედრის გამგე (1954-1960). სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონალურ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს. იყო საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნ. კვლევის ფუძემდებელი, მიღებული აქვს უნ-ტის ივანე ჯავახიშვილის სახ. პირველი პრემია სახელმძღვანელოსთვის "ჰიდრომექანიკა" (1960).
ლიტ.: მახვილაძე, ნოდარ. (2016). საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები. თბ., ISBN 9789941086571.