დოლენჯაშვილი თეონა გურამის ასული
დოლენჯაშვილი თეონა გურამის ასული

დოლენჯაშვილი თეონა (25.III.1977, ქუთაისი). მწერალი, პროზაიკოსი, ლიტ. პრემია ,,საბა“ ორგზის ლაურეატი, ლიტ. პრემია „ფაზისის“ - გამარჯვებული (2021 ). დ. თ. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის და კინორეჟისურის ფაკ-ტი. იგი ჟურნალისტად მუშაობდა ქართ. ჟურ.-გაზეთ.;  იყო გაზ. „24 საათი – Weekend-ის“ ლიტ. დამატება „წიგნების“ რედ. (2010);  ქართ. ლიტ. ჟურნ. „თავისუფალი დროის“ რედ. (2011); იწყებს ნაწარმოებების  გამოქვეყნებას (2004), პირველი წიგნია „იანვრის მდინარე“, რ-მაც მკითხველის ყურადღება თავიდანვე მიიპყრო (2005). დ. თ. არის - ეროვ. კინოცენტრი-„რეალური არსებები“- გამარჯვებული (2019);  ლიტ. პრემია „საბა“ - ფინალისტი (2018);  ლიტ. პრემია „ლიტერა“ - ფინალისტი (2018 ); სტამბულის ლიტ. ფესტივალის მონაწილე და სტიპენდიატი (2016); ლიტ. პრემის „საბა“-ფინალისტი (2015); ვენის მუზეუმქალაქის სტიპენდიის გამარჯვებული (სამწერლო რეზიდენცია და სტიპენდია) (2012);  ლიტ. კონკურსი „პენ მარათონი“-ლაურეატი  (2011);  „ფიდაი“ - რადიოპიესების კონკურსი PRIX EUROPE - ფინალისტი (2011); „რეალური არსებები’ - წლის საუკეთესო მოთხრ. პრიზი (2010); „მემფისი“ ლიტ. პრემია“საბა“ გამარჯვებული (2009); „იანვრის მდინარე“ ლიტ. პრემია „საბა“-გამარჯვებული(2006); „ფიდაი“ - წლის საუკეთესო მოთხრ. პრიზი (2005); „ფიდაი“-ეროვნ. კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული (2005) და მკითხველის სიმპათია (2004). იგი ავტორია ნაწარმოებებისა: „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ (2005);  „იანვრის მდინარე" (2005);  „მემფისი“ (2008);  ,,39 რჩეული მოთხრობა“ (2010);  „ათი ქართული მოთხრობა“ (2010);  „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, (2011).

თხზ.: დოლენჯაშვილი, თ. (თანაავტორი). (2011). 21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა: ანთოლოგია. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, ISBN: 9789941153495;  დოლენჯაშვილი, თ. (2011). Animal planet: მოთხრობები.  თბ., პალიტრა L; დოლენჯაშვილი, თ. (თანაავტორი). (2012).  15 საუკეთესო ქართული მოთხრობა. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა., ISBN: 9789941155666; დოლენჯაშვილი, თ. (2014). რეალური არსებები: რომანი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა; დოლენჯაშვილი, თ. (2017). პერსონალური ქრისტე: მოთხრობა. თბ., ინტელექტი; დოლენჯაშვილი, თ. (2018). დაკარგული სამოთხე: ალბომი. თბ., სეზანი;  დოლენჯაშვილი, თ. (2020). ჩანაცვლება: რომანი. თბ., ინტელექტი.

ლიტ.:  დოლენჯაშვილი თეონა. საქართველო: ენციკლოპედია. (2012). ტ. 2, გვ. 472.