ეგრისელი (დოლბაია) ვაჟა
ეგრისელი (დოლბაია) ვაჟა

ეგრისელი (დოლბაია)  ვაჟა (15. III, 1941, სოფ. ხორგა, ახლანდ. ხობის მუნციპ.). ქართვ. პოეტი, მთარგმნელი, ფილოლ. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ.-ტი (1967), მოსკ. მაქსიმ გორკის სახ. მსოფლიო ლიტ-რის ინ-ტი (1983). ე. ვ. იყო ჟურ. „პირიმზის“ მთ. რედ. მოადგილე ( 1984–1992), გამომც. „მოლოდინის“ გენ. დირექტორი, გაზ.-„ამაღლების“, „აკადემოსს”და „ქალდეას”  მთ. რედ. (1993–2000), აფხ. მეცნ. აკად. გამომც. დირექტორი და ამავე აკად. არსებული გაზ. „დიოსკურიის“ რედ.-გამომც. (2001-დან). მისი პირველი ლექსი ,,დედა“ გამოქვეყნდა (1967) ხობის რ-ნულ გაზეთში. მისი ლექსები სისტემატურად ქვეყნდება ქართ. სალიტ. ჟურ.- გაზეთებში. ე. ვ. პოეტური კრებ. „ამაღლება“ (1973), „საგალობლები“ (1976), „მოლოდინი“ (1988), „შეიბნ მახვილი“ (1989), „იქმენ ნათელი“ (1993), ). „ნათელხილვა”, „სიცოცხლე”, „უნაპირობა”, „აისბერგები”, „კოლხური ფსალმუნები“ 5 ტომად (2001–2008). მას თარგმნილი და ცალკე წიგნებად აქვს გამოცემული საზღვარგარეთის ქვეყნების ორმოცდაათზე მეტი ახალგაზრდა პოეტის ლექსების მცირე ანთოლოგია - „ოქროს მტევანი”, აგრეთვე, ფეოდორ ტიუტჩევის ლექსები. იგი დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახ. პრემიით (2008).