-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
დოლბაია თამარ გრიგოლის ასული (02.X.1957, ქ. თბილ.). საზ. გეოგრ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტი (1979), საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტი, ასპირანტურა (1985); თსუ-ის სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (2010). მუშაობდა სახელმწ. სტრუქტურულ ერთეულებში შემდეგ თანამდებობებზე: ქ. თბილ. განათლების სამმართველოს უფროსის მოადგილე (1990–1991); ქ. თბილ. მერიის სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე (1998–2000); ქ. თბილ. მერიის ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის საქალაქო სამსახურის სოც. დაცვისა და დემოგრ. დეპარტამენტის უფრ. (2000–2002); ქ. თბილ. მერიის აპარატის მთ. მრჩეველი-კოორდინატორი მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებში (2002–2004); საქართვ. პრეზიდენტის ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის თბილ. რეგიონული ბიუროს უფრ. (2004–2006). იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელმწ. უნ-ტის, საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის, გეოგრაფიის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1990–2006). თსუ-ის საზ. გეოგრ. მიმართულების ასისტენტ–პროფესორი(2009–2011), ასოცირებული პროფესორი (2011–2022), თსუ-ის საზ. გეოგრ. მიმართულების პროფესორი (2023); თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2011–2012); დეკანი (2014–2022); დ.თ. არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკ–ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2023) და საზ. გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვ. (2023).
თხზ.: Dolbaia, T. (2017). Initiative of China: ONE BELT – ONE ROAD” and Perspectives of Georgia. Book of Proceedings, ISSN 1849-7535, Madrid; დოლბაია, თ. (2018). საზღვაო პორტი, როგორც ქალაქწარმომქმნელი ფაქტორი. სამეცნ. შრომების კრებული - სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა. უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978–9941–13–414–0; დოლბაია, თ. (2018). საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია. სახელმძღვანელოს თავები: 2.3, 5.1.4., უნ–ტის გამ–ბა; 2018, ISBN 978 – 9941 – 491 – 41 – 2; Dolbaia, T. (2023). The Belt and Road Initiative and Perspectives of Georgia, Chinese Modernization and Development of Silk Road; ISBN 978 – 7 – 5227 – 2610 – 6; Dolbaia, T. Gugushvili, T., Backhaus, N., Salukvadze, G. (2024). From Tradition to Innovation: The Rise of Mountain Pioneers in the Lesser Caucasus. Mountain Research and Development, vol.44 (3), R14 – R21.