-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
დოლბაია ალექსანდრე შალვას ძე (12.III.1962, ფოთი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ნახევრადგამტარებისა და დიელექტრიკების ფიზიკის სპეციალობით (1984). იმავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრაზე ლაბორანტად. ნახევრადგამტარებისა და დიელექტრიკების ფიზიკის სამეცნ-კვლ. ლაბორ-ის ჯერ უმცროსი მეცნ.-თანამშრომელი, ხოლო შემდეგ — მეცნ.-თანამშრომელი (1986-1999). სტუდენტობის პერიოდში და შემდგომ ფაკ-ტზე მუშაობისას აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფაკ-ტის საზოგადოებრივ და სასწავლო-სამეცნ. საქმიანობაში (1979-1984). კერძოდ, იყო ფიზიკის ფაკ-თან არსებული ფიზ-მათ. სკოლის დირექტორი(1981-1984), ფიზიკის ფაკ-ის სტუდენტთა სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1984-1989), ხოლო შემდგ კი — ახალგაზრდა მეცნ. და სპეციალისტთა საბჭოს თავ-რე და ფიზიკის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1991-194). დ. ა. მივლინებული იყო სადიპლომო ნაშრომის შესასრულებლად ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი), იოფეს სახ. ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტში (1984). არის 10 სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების მონაწილე.