დოლაბერიძე ლევან დომენტის ძე
დოლაბერიძე ლევან დომენტის ძე

დოლაბერიძე ლევან დომენტის ძე (09.IV.1912-20.VII.2001, თბილისი). საქართვ. დამს. ინჟინერი.  დაამთავრა საქართვ. პოლიტექნ. ინ-ტი (1935); დ. ი. მენდელევის სახ. რუსეთის ქიმიკო-ტექნოლ. უნ-ტის ასპირანტი (1941); გახდა ტექნ. მეცნ. კანდ. (1950);  ფლობდა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და  ფრანგულ ენებს. დ. ლ. იყო ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტის ანალიზური ქიმიის ლაბორ. გამგე (1954-1970); ფიზიკო-ქიმ. მეთოდების კვლევისა და მინერალური ნედლეულის ანალიზის განყ-ების გამგე (1970-1989); ქიმ. ანალიზის მეთოდების კვლევის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1989-1995);  კონსულტანტი  (1995-2001); სსრკ გეოლოგიურ სამინისტროსთან არსებული ანალიზური მეთოდების სამეცნ. საბჭოს წევრი;  pH- მეტრის  საკავშ. სამეცნ.  საბჭოს წევრი (1970-1989); დაჯილდოებულია დიდი სამამულო ომის მედალით (1946); ხალხთა მეგობრობის ორდენით (1986); ღირსების ორდენით (1992). კვლევის შედეგები  ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში (20), გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურ. (90) და გამოცემულია  დარგ. ინსტრუქციების (10) სახით: „Ионометрическое определение бора  в виде DF-4 в горных породах“ (Заводская лаборатория, 1983, т. 49. № 100); „Ионометрическое определение бора  в горных породах и рудах“ (Заводская лаборатория, 1989, т. 55, №1);  „Ионометрическое определение бора  в горных породах и рудах“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е,  Инструкцыя, 1989, № 281-х); „Ионометрическое определение бора  в водах“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е. Инструкцыя, 1990, № 334-х);  „Атомно-абсорбционное определение серебра после его предварительного отделения тиомочевиной“ (Заводская лаборатория, 1993, т. 58. № 8).

თხზ.: Долаберидзе, Л. (თანაავტორი). (1984). Разработка методики ионометрического определения микроколичеств бора с высоким содержанием мешающих элементов. Тб. Отчет КИМС.