-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
დოხტურიშვილი ნორა სამსონის ასული (10.IV.1936, გარდაბანი), ქიმიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1960), სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურაში (1970–1974). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ეპოქსიდური ფისები პოლიციკლურ ბისფენოლების საფუძველზე“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1980). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1965–1984), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1984-1995), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი(1995–2003), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2003-2006), მეცნიერ-თანამშრომელი (2003-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესებია: მარცვლეული კულტურებისათვის ახ. სახის აზოტოვანი სასუქების მიღება და კვლევა; ახ. სახის პოლიმერების მიღება და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის: „Synthesis Process Research of Urea-Formaldehyde Linear Oligomers when Carrying Out Polycondensation in a Solution to Obtain Biodegradable Nitrogen Fertilizers“ , (Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024); „Polyurethanes Based on Primary Cord Type Diols”, (Oxidation Communications, 2024, 47(2)); „Cured Glycidyl Ethers with Condensed Carbon Cycles“, (Advanced Topics in Polymer Chemistry and Materials Science, 2025); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“, (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering Concepts Strategies and Opportunities, 2025). თანაავტორია მონოგრაფიების, მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები:„პროლონგირებული მოქმედების პოლიმერული აზოტოვანი სასუქის მიღების ხერხი“; „გრაფიტის სპილენძით პლაკირებული კომპოზიციის მიღების ხერხი“; „პროლონგირებული მოქმედების აზოტოვანი სასუქების მიღების ხერხი“; „ფოროვანი მასალის მიღების ხერხი“; „ნოვოლაქური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „რეზოლური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „პროლონგირებული მოქმედების NPK-ს შემცველი უნივერსალური სასუქის მიღების ხერხი“ და სხვ. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების. სხვადასხვა დროს იყო საერთაშ. (ISTC „ნეიტრონული გამოსხივების წყაროსთვი საბსორბციული თვისებების მქონე მყარი და ელასტიური სტრუქტურის მქონე მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება“, STCU “ ბიო-დეგრადირებადი პოლიმერების სინთეზი და გამოყენება გლობალური დაბინძურებისაგან გარემოს დაცვის მიზნით” და „კონტროლირებადი გამოთავისუფლებული სასუქები იონმიმოცვლითი და პოლიმერულიკომპოზიციების ბაზაზე“, CRDF „მინერალიზირებული წყლებიდან სასმელი წყლის მისაღებად ელექტრომემბრანული ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება და სრულმაშტაბური მუშა ელექტროდიალიზის დანადგარის დამზადება“) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და გამოყენებითი პროექტების ძირითადი შემსრულებელი. მონაწილეობა მიიღო სს „ლომისის“ ტერიტორიაზე მცირე წარმადობის დანადგარის მონტაჟში და სამაცივრე დანადგარებისთვის თერმოსაიზოლაციო მასალის ქაფპოლიმერის მიღებაში (2006).
თხზ.: დოხტურიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2016). კარდული ტიპის არომატული რთული პოლიეთერების წარმოქმნის მექანიზმი და რეაქციის ზოგიერთი კანონზომიერებანი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941228186; დოხტურიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2016). კარდული ტიპის არომატული რთული პოლიეთერები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941229213.