დოიაშვილი თემურ (თეიმურაზ) იოსების ძე
დოიაშვილი თემურ (თეიმურაზ) იოსების ძე

დოიაშვილი თემურ (თეიმურაზ) იოსების ძე (26.XII.1948, ქ. თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1970) და ქართ. ლიტერატურის ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა (1973), ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1974), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1995), ქართ. ლიტერატურის ისტორიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1973), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1981), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1998), ლიტერატურის თეორიისა და ლექსმცოდნეობის განყ-ბის გამგე (1998-2005), გალაკტიონის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვ. (2001), საქართვ. ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის წევრი (2002); შოთა რუსთაველის თეატრ. ინ-ტის ლექტორი (1975-1979); ანდრია პირველწოდებულის სახ. საქართვ. საპატრიარქოს უნ-ტის ლექტორი (2009-2010), მთ. რედაქტორი ჟურნალებისა: „კრიტიკა“, (1984-1986), „ქართული მწერლობა“ (1989-1990), „ცისკარი“ (1991) და „ლაშარი“ (1992-1994); მთ. რედაქტორი გალაკტიონ ტაბიძის თხზ. აკად. თხუთმეტტომეულისა (2016-2017); დამაარსებელი და რედაქტორი სამეცნ.-ლიტ. კრებულებისა: „სჯანი“ (2000-2005) და „გალაკტიონოლოგია“ (2002). დაჯილდოებულია პრემიებით: საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია კრიტიკაში (1983), ვაჟა-ფშაველას პრემია (1993), „საბა“ (2004, 2023), მ. ჯავახიშვილის სახ. პრემია (2005), „საგურამო“ (2009) და გრ. კიკნაძის სამეცნ. პრემია ლიტერატურათმცოდნეობაში (2010). დ.თ.-ს კვლევის სფეროა ძვ., ახ. და უახლესი ქართ. ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურის თეორია, კრიტიკა. პოეტიკისა და ვერსიფიკაციის საკითხებს ეძღვნება დ.თ-ს მონოგრაფიები „ლექსის ევფონია“ (1981), „ვერსიფიკაციული პორტრეტები“ (1999), „ანჟამბემანი“ (2000), განსაკუთრებულია დ.თ.-ს წვლილი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევის ისტორიაში. მისი გალაკტიონოლოგიური გამოკვლევები თავმოყრილი წიგნებში: „ვარდი ნაწვიმარ სილაში“  (2023) და „სულის კვეთება“ (2024).

თხზ.: დოიაშვილი, თ. (1989). გუშინ, დღეს, ხვალ. გამომც. საქართველო; დოიაშვილი, თ. (2003). დაბრუნება. გამომც. მერანი. ISBN: 9994075365; დოიაშვილი, თ. (2013). მოტირალ-მოცინარი. გამომც. სიტყვა, ISBN: 9789941920844; დოიაშვილი, თ. (თანაავტორი). (2022). გალაკტიონი უცენზუროდ. გამომც. არტანუჯი. ISBN: 9789941494697; დოიაშვილი, თ. (2023). თხზულებანი ხუთ ტომად, ტ. I-III . ილიას ფონდის გამომც., ISBN: 9789941856549.