დოელი მარკ
დოელი მარკ

დოელი მარკ (Doel Mark, 1950) თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, პროფესორს,  მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.06.2012).

დ. მ.-მა ოქსფორდის უნ-ტში ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით მიიღო განათლება. მას სოციალურ მუშაკთა სფეროში ოცწლიანი გამოცდილება აქვს: როგორც სოც. მუშაკი და სოც. მუშაობის მკლევარი, ორი წლით იმყოფებოდა აშშ-ში,  ათი წლის განმავლობაში სოც. მუშაკისა და დოცენტის თანამდებობა ეკავა შეფილდის უნ-ტში.

დ. მ. იკვლევს და წერს სამეცნ, პუბლიკაციებს, როგორც დამოუკიდებელი მუშაკი. მეცნიერი ბირმინგენის სოც. სამუშაოს ფაკ-ტის დეკანი და შეფილდ-ჰალამის უნ-ტის მკვლევარ-პროფესორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ემერიტუს პროფესორია, იგი დოქტორანტებს მაინც უწევს მეცნიერხელმძღვანელობას (2010).

დ. მ. ჩართულია საერთაშ. ურთიერთობებში. იგი რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში სოც. მუშაობის სწავლებასა და პრაქტიკას ეწეოდა (1993). განსაკუთრებული სამეცნ. ურთიერთობა აქვს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ქართველ კოლეგებთან. საქართველოში სოც. სფეროს განვითარების მიზნით განახორციელა ორი დიდი პროექტი. მისი წიგნები თარგმნილია ქართულ ენაზე.

დ. მ. სამწლიანი ვადით აირჩიეს სოც. სამუშაოს საერთაშ. ასოციაციის ვიცეპრეზიდენტად (2015).