დოჭვირი ბესარიონ მიხეილის ძე
დოჭვირი ბესარიონ მიხეილის ძე

დოჭვირი ბესარიონ მიხეილის ძე (28. IX.1938 ქ. თბილ.), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1994), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი  (1994).  დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1965) და ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1968). საქ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. წევრი (2006).  ცხუმ-აფხაზეთის მეცნ. აკად. წევრი (2011). იყო:  თსუ–ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1968-1976); ბერლინის (გერმანია) უმაღლ. ეკონომ. სკოლის დოცენტი (1972-1973);  ეკონომ. და სამართ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრო­მელი (1976-1980); საქ. ტექნ. უნ-ტის დოცენტი (1977-1979);  თსუ–ის მექან.- მათ. ფაკ-ტის დოცენტი (1978-1994); თსუ–ის სტოქასტური ანალიზისა და სტატისტ. გა­და­­წყვეტილებების სამეცნ.-კვლევითი ლაბორატ.  გამგე (1990-2006); თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის პროფესორი (1994-2006); იენის (გერმანია) ფ. შილერის უნ-ტის პროფესორი (1992-1995); თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1998-2004); თსუ–ის ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). არის საქ. მათ. კავშირისა და საქ. სტატისტ. ასოციაციის წევრი.  მას მიღებული აქვს თსუ–ის (1998-2000), ევრაზიის ფონდის (2000),  საქართვ. მეცნ. და განათლების სამინისტროს (2005-2006), საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ორი(2006-2011),  შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის (2013-2016) და საშ. სკოლის მასწავლებლების (2016) გრანტები. იგი დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლითა (1998) და თსუ–ის ოქროს მედლით (2023), აგრეთვე საქართვ. პრეზიდენტის ღირსების ორდენით (2013). მისი ძირ­ი­თადი შრომები ეხება ოპტიმალური გაჩე­რ­ე­ბის თეორიის პრობლემატიკას, ნაწილობრივ დაკვირვებადი პროცესების კალმან–ბიუსის დისკრეტული და გა­ნ­ზოგადებული სქემისათვის რედუქციისა და ფასების კრებადო­ბ­ის საკითხებს, ფინანსური ბაზრის ბლეკ–შოულსისა და დიფუზიური მოდელებისათვის ამერ­ი­­კული ოფციონის გათვლის ამოცანის დაყვანას ოპტიმალური გაჩერების ამოცანაზე, ოპ­ტიმალური საზღვრისათვის განტოლების მიღებას და მის გამოკვლევას.