-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული პროზაიკოსი ისტორიკოსი მწერალი
დოჩანაშვილი გურამ პეტრეს ძე (26.III, 1939, თბილისი-03. III 2021, თბილისი), მწერალი, საზ. მოღვაწე, თანამედროვე ქართ. ლიტ-რის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დ. გ. 17 წლის ასაკში, სკოლის მეგობრებთან ერთად შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია - „გორგასლიანს“ (1957). იგი თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (1959). მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეუცვალეს. დ. გ-მა ექსტერნად დაამთავრა თბილ. 61-ე საშ. სკოლა (1957) და მუს. სას. (ვიოლინოს კლასი). იგი იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტზე. სწავლის პერიოდში უკრავდა უნ-ტის ორკესტრში. უმაღლ. სკოლის დამთავრების შემდეგ (1962) დ. გ.-მ მუშაობა დაიწყო ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ-ის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის არქეოლ განყ-ბაში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობას იღებდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის არქეოლ. გათხრებსა და შესწავლაში. წლეების განმავლობაში იყო - ჟურ. „მნათობის“ პროზის განყ-ბის გამგე; ხელმძღვ. პროზის სექციას მწერალთა კავშირში; ხოლო მოგვიანებით მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთ. რედ. (1985 ). დ. გ-ის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისაკენ სწრაფვა. ახალგაზრდა მწერლის პირველი მოთხრ. დაიბეჭდა ჟურ. „ცისკარში“ (1961), პირველი წიგნის სახელწოდებაა „მთის გადაღმა“ (1966). ავტორია ცნობილი ნაწარმოებების: „სამოსელი პირველის“ (1984); „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ (2010), „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. აღნიშნულ ნოველის მიხედვით რეჟ. ნინო ახვლედიანმა გადაიღო ფილმი „ბესამე“, რომლის სცენარის ავტორი თავად დ. გ იყო. დ. გ.-ს შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. დ. გ. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი. მინიჭებული აქვს თბილ. საპატიო მოქალაქის წოდება (2020), ვაჟა-ფშაველს სახ. პრემია რომანისათვის „ბრმადყოფილზე და" (1918), წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2013), ლიტ. პრემია „საბა“ (2010), პრემია „საგურამო“ (2004), ღირსების ორდენი (1997), ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი, საქართვ. სახელმწ. პრემია. დ. გ-ს მიერ გამოც. წიგნებია: ,,ნაბიჯი” (1969); ,,ათასი წვრილმანი” (1972); ,,მხიარული ბორცვი” (1971); ,,საქმე” (1974); ,,ყველაზე კარგი პაპა” (1976); ,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე” (1978); დ. გ-ის მოთხრობებისა და რომანების მიხედვით დაიდგა არაერთი სპექტაკლი თუ რადიოსპექტაკლი - ,,ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები”, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრ., რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (1989); ,,ვატერ(პო)ლოო” (ქუთ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრ., რეჟ. თორნიკე მარჯანიშვილი, 2004); ,,ჰარალეთი, ჰარალეთი” (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრ., რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, 2007); ,,მხოლოდ ერთი კაცი” (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრ., რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, 2019). და სხვ.
თხზ.:დოჩანაშვილი, გ. (1988). ბაქანი: მოთხრობა. თბ., მერანი; დოჩანაშვილი, გ. (1991). მოთხრობები. თბ., ნაკადული. დოჩანაშვილი, გ. (1991). ოთხი მოთხრობა. თბ., მერანი; დოჩანაშვილი, გ. (2001). კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა: მოთხრობა. თბ., საარი; დოჩანაშვილი, გ. (2002). ხუთი მოთხრობა. თბ., საარი; ძმისავ: მოთხრობა. თბ., მარსი; დოჩანაშვილი, გ. (2002). ძნელი: მოთხრობები. თბ., მარსი; დოჩანაშვილი, გ. (2002). ლოდი ნასაყდრალი: რომანი. თბ., მარსი; დოჩანაშვილი, გ. (2009). არის და იყო უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც. თბ., საარი; დოჩანაშვილი, გ. (2010). რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება. თბ.; დოჩანაშვილი, გ. (2022). ბრმადყოფილზე; დოჩანაშვილი, გ. (2022). კაცი, სახელად ნოე. თბ.