დობორჯგინიძე ლერი
დობორჯგინიძე ლერი

დობორჯგინიძე ლერი (1947 - 1993, თბილისში), ქართვ. მათემატიკოსი, დაამთავრა თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1970), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1970-1973). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1988), საქართვ. საინჟ. აკად. წ.-კორ. მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში უფრ. ლაბორანტად (1973-1974), უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1976-1983), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1984-1988). სპი უმაღლ. მათ. კათედრის (დოცენტი, პროფესორი) (1983-1990), თეორ. მექან, კათედრის გამგე (1990-1993). დ. ლ.-ის სამეცნ. ნაშრომები მიძღვნილია დრეკადობისა და პლასტიკურობის არაწრფივი თეორიის ამოცანებისადმი; კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის მექანიკასა და ტექნიკაში გამოყენების პრობლემებისადმი.