დიკე კლაუს
დიკე კლაუს

დიკე კლაუს (Dike Klaus, 01.XII.1953, კობლენც-რუბენახი)  უნ-ტსა და იენის უნ-ტს შორის თანამშრომლობის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრიდრიხ შილერის სახ. იენის უნტის რექტორს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (25.07.2011).

დ. კ. ტიუბინგენსა და მარბურგში პოლიტიკის მეცნიერებების, ისტორიის, კათოლ. თეოლ. და ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ ტიუბინგენის უნ-ტის „ადამიანის უფლებების“ კვლევითი პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო (1979-1983). იგი იენის ფრიდრიხ შილერის უნ-ტის პროფესორია (1995). სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: პოლიტ. მეცნიერებების ინ-ტის  წევრი (1996) და დირექტორი (2014 წლიდან), იენის ფრიდრიხ შილერის უნ-ტის რექტორი (2004) და შემდეგ ხელახალი არჩევით (2008), კილის უნ-ტის ფარგლებში არსებული საერთაშ. სამართ. ინ-ტის  ასისტენტ-პროფესორი.

დ. კ. იკვლევს შემდეგ საკითხებს: თანამედროვე ეპოქის პოლიტ. იდეების ისტორია (სამეცნ.-კვლევითი პროექტი „ისტორიული პოლიტიკის მეცნიერებები თიურინგიაში“, 1997-1998); ადამიანის უფლებები: ისტორია, დაარსება და პოლიტიკა (სამეცნ.-კვლ. პროექტი „ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ისტორიული ზეგავლენა,“ 1998-1900), დემოკრ. კონსტ. სახელმწიფოს პოლიტიკის ფილოსოფია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშ. სამართლისა და გლობალიზაციის პოლიტიკა.