დიდებულიძე ნელი ანატოლის ასული
დიდებულიძე ნელი ანატოლის ასული

დიდებულიძე ნელი ანატოლის ასული (25.IX.1946, თბილისი - 28.04.2022), ბიოლოგი, მკვლევარი,  ბიოლოგიის დოქტორი. დაამთავრა  ალ. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტი (1969); იყო ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლoგიის ინ-ტის რადიოლოგიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ანდროლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი(1973-2006). დაიცვა დისერტაცია (1996) და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ. კანდიდატის წოდება (1996). იყო თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის ტრანსლაციური ბიომედიცინის დეპარტ. მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2012), ამავე ინ-ტის კლინ. ანატომ. და ექსპერ. მოდელირების დეპარტ. მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2013-2022). იყო 2 დისერტაციის ხელმძღვ., 1 მონოგრაფიის თანაავტორი და 45 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მონაწილეობდა საგრანტო პროექტებში და სამეცნ. კონფერენციებში. 

თხზ.: დიდებულიძე, ნ. (თანაავტორი). (2016). უდაბნოს თერმული წყლის ორგანიზმზე ზემოქმედების ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურება. სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. = International collection of scientific articles = Международый сборник научных статей :კულტუროლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის საკითხები/თბილ. ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისის-SPA" - ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ნაციონალური სამედ.-პრაქტიკული ცენტრი. ტ. 1. თბ.; დიდებულიძე, ნ. (თანაავტორი). (2016). ქედის რაიონის სოფელ ბალაძეების მინერალური წყლის ექსპერიმენტული კვლევა. სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. = International collection of scientific articles = Международый сборник научных статей :კულტუროლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის საკითხები/თბილ. ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისის-SPA" - ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ნაციონალური სამედ.-პრაქტიკული ცენტრი. ტ. 1. თბ.