-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დიდებულიძე ალექსანდრე იოსების ძე (26.XII. 1882, თბილისი - 18.IV.1951, თბილისი). დაამთავრა რიგის პოლიტექ. ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტი (1911). სამეცნ.-პედაგ. მოღვაწეობა სტუდენტობის დროს დაიწყო. ეწეოდა ფართო საინჟ.-პრაქ. მუშაობას. დაამუშავა თერმოელემენტის ახალი ტიპი, რაზედაც საავტორო მოწმობა მიიღო (1912-1913). გაიწვიეს მოქმედ არიმიაში (1915). დაინიშნა ოდესის რაიონის ჭურვების. დამამზადებელი სამმართველოს ტექ. ნაწილის გამგედ. იყო ოდესის პოლიტექ. ინ-ტის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1917), სადაც თეორ. ელექტოტექნიკის კათედრის პროფესორად აირჩიეს (1918). მუშაობდა თსუ-ის და ექსპერ. ფიზიკის კათედრის გამგედ (1919-1933). იყო თბილ. გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი (1923-1924). ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის თეორ. საფუძვლების კათედრას ამიერკავკ. ელექტორკავშირგაბმულობის საინჟინრო ინ-ტში (1932-1938). ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრას საქართ. სას.-სამ. ინ-ტში (1936-1946). თავისი მეცნ. მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მიუძვღნა სას.-სამ. წარმოების ტექნოლ. პროცესების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის და მათი ეფექტური ამაღლების საკითხებს. დიდ ყურადღებას უთმობდა საქართვ-ში ენერგეტიკის განვითრებას, იკვლევდა მეცნ. ფოტოგრაფიას. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის საკავ. სამეცნ. საინჟინრო-ტექ. საზოგადოების საქართვ. განყოფილების , თავ-რე (1940); საქართვ. გამომგონებელთა საზოგადოების პრეზიდიუმიის წევრი (1933); საქართვ. მეცნ. აკად-ის აკადემიკოსი (1944); საქართვ. ტექნ. საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1924). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართ. მეცნ. და ტექნ. დამსახურებული მოღვაწე (1941).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): დიდებულიძე, ა. (1927). ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის; დიდებულიძე, ა. (1929) ელეტრო და მაგნიტომეტრია სახელმძღვ. სტუდენტებისათვის.