-
ავტორი
- კატეგორიები: სპორტსმენი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დიასამიძე შალვა მიხეილის ძე (10.VII.1912, თბილისი - 6.V.1974, თბილისი), დაამთავრა თსუ (1934). თამაშობდა თსუ-ის კალათბურთის გუნდში (1929-დან); მუშაობდა თსუ-ის ფიზ. აღზრდის და სპორტის კათედრაზე (1934); იყო ამავე კათედრის გამგე (1941-1945); ჩამოაყალიბა თსუ-ის კალათბურთელ ქალთა გუნდი (1944), რ-იც შემდეგ გახდა ჩემპიონი (1948); მიიწვიეს თბილ. "დინამოს" ოსტატ კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელად (1947-1949). ‘’დინამომ’’ სსრკ პირველობაზე მოიპოვა II ადგილი (1947) და სსრკ თასი (1949); ავარჯიშებდა თბილ. განათლების განყ-ბის ბავშვთა გუნდს (1948-1952); იყო თსუ-ის ფიზ. აღზრდის და სპორტის კათედრის მასწავლებელი და ქალთა ნაკრების გუნდის მწვრთნელი (1949-1953); სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართვ. ფიზ. კულტურის ინ-ტის პედაგოგად და ვაჟთა გუნდის მწვრთნელად (1953-დან); აღზარდა არაერთი ცნობილი კალათბურთელი; იგი ქართ. კალათბურთის ერთ–ერთი ფუძემდებელია; კალათბურთის მწვრთნელი. მიღებული აქვს საქართვ. დამს. მწვრთნელის (1966)და სსრკ დამს. მწვრთნელის (1957) წოდებები.