დიასამიძე ლევან ნიკოლოზის ძე
დიასამიძე ლევან ნიკოლოზის ძე

დიასამიძე ლევან ნიკოლოზის ძე (19.IX(1.X).1882, თბილისი – 19.XI.1969, თბილისი), ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი. პროფ. (1930), მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1946). დაამთავრა ლოზანის  საინჟ. ინ-ტი (შვეიცარია, 1912). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა წყალსადენის სისტემაში. იყო ნატახტრის წყალსადენის პროექტის ავტორი და მშენებლობის მთ. ინჟ. (1929–1935); საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგე (1945-1969); მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ნამდვ. წევრი (1914), იგი გამოვიდა  საზ-ბის სხდომაზე  წინადადებით, რომ აუცილებელი იყო სამკითხველოებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა (23.XI.1914). ამავე დროს იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).

თხზ.: დიასამიძე, ლ. (1929). მანქანათა ნაწილები. ტფ., პოლიტექნ. ინ-ტის გამ-ბა; დიასამიძე, ლ. წყალსადენ კანალიზაციის საგნის პროგრამა:საარქიტექტურო სპეციალობისთვის. ტფ., სახელგამი; დიასამიძე, ლ. (1933). წყალსადენ კანალიზაციის პროგრამა საკონსტრუქტორო სპეციალობისთვის. ტფ., სახელგამი; დიასამიძე, ლ. (თანაავტორი). (1949, 1950). სამრეწველო წარმოების და დასახლებული ადგილების კანალიზაცია , ნაწ. 1–2. თბ., ტექნიკა და შრომა; დიასამიძე, ლ. (თანაავტორი). (1962). წყალმომარაგება, ნაწ. 1 – ქსელი და მისი ნაგებობანი. თბ., პოლიტექნ. ინ-ტის გამ-ბა.

წყარო: ჯაბუა შ., პროფ.  ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“, N1, თბ., 1953, გვ. 39-40; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 502; ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 402; საქართვ.  ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი -  471-1-16, გვ. 2.