-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
დგებუაძე თამარ ალექსანდრეს ასული (10.II.1969, ხაშური), ქიმიკოსი. დაამთავრა სტუ-ის ორგანულ ნივთიერებათა ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი, მაგისტრის აკად. ხარისხთან გათანაბრებული (1994). იყო: პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1991-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესებია: დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი და აგრ. მეცნიერებები. მუშაობს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების მეთოდების შემუშავებაზე ქიმ. ეკოლოგიის მიდგომების გამოყენებით და ახ. მასალებზე. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების, მათ შორის მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია:„Obtaining Boron Carbide and Nitride Matrix Nanocomposites for Neutron-Shielding and Therapy Applications“, (Condensed MatterOpen source preview, 2023, 8(4), 92) და „Advanced tungsten-containing materials manufacturing from its scrap“, (Characterization and Application of Nanomaterials, 2025, 8(1), 9274). მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში (2007-2008).