-
ავტორი
- კატეგორიები: პათოლოგანატომი დოქტორი ექიმი
დგებუაძე მანანა ალექსანდრეს ასული (02.II.1947, თბილისი), ექიმი, მედიცინის დოქტორი. დაამთავრა თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1970). იყო ბორჯომის რაი-საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი (1970-1974), საქართვ. მეცნ. აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ციტოლოგიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1976-1986). არის თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომლი (1987-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აორტისა და გულის კუნთის ფუნქციური მორფოლოგია ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს და პროსტოგლანდინ E1-ის ზემოქმედების შემდეგ“ (1985) და მიენიჭა მედიცინის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1985). მისი სამეცნ. საქმიანობა ეხება გულის კუნთსა და აორტაზე სხვადასხვა სამკ. პრეპარატების მოქმედების შესწავლას. ბოლო წლებში აწარმოებს თიროიდული უჯრედების იმუნოჰისტოქიმიური სპექტრის კვლევას ჰიპოთირეოზის იდენტიფიკაციისა და პროგნოზის მიზნით. არის 1 მონოგრაფიისა და 64 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მონაწილეობდა საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები. არის ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრი (2014-დან). ეწევა პედ. მოღვაწეობას. არის თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატ. და ოპერაც. ქირურგიის კათედრის მოწვეული პედაგოგი (2020-დან). ასევე, კითხულობს ზოგადი ანატომიის კურსს თსუ-ის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის.
თხზ.: დგებუაძე, მ. (თანაავტორი). (2022). გალექტინ-3 აქტიობა აორტის ანევრიზმის თანმხლები ანთებითი რეაქციების და კალციფიკაციის (იმუნოჰისტოქიმიური იდენტიფიკაცია) კერაში. მაცნე = Известия = Proceedings, ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია, თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.; Dgebuadze, M. (2024). Expression of chromogranin (CGA) in rat pancreas during alloxan diabetes. თბ.