-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი დოქტორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დევიძე გელა გურამის ძე (06.X.1960, ქუთაისი), ფიზიკოსი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1982). მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „ნეიტრინო და დამუხტული ლეპტონები სუპერსიმეტრიულ მოდელებში“ (1990) და „იშვიათი პროცესები-სარკმელი სუპერსიმეტრიული სტანდარტული მოდელისაკენ“ (2005). მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (1982-დან). დ. გ. არის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე, ინ-ტის თეორ. განყ-ბის ხელმძღვ.; დ. გ. სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა სხვადასხვა წამყვან სამეცნ. ცენტრში: მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (სერპუხოვი, რუსეთი, 1987-1990), ნოტრ-დამის უნ-ტი (2011), ბირთვული კვლევების ინ-ტი (იულიხი, გერმანია, 2005-2017); არის 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი. შრომების უმეტესი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: „COMET Phase-I Technical Design Report“ (Physical Society of Japan/Prog. Theor. Exp. Phys., 033C01, 2020); „B ---> gamma gamma in an Appelquist-Cheng-Dobrescu model“ (Phys. Rev., D78, 097501, 2008); „Double photon decays of Bs and Bd mesons in the MSSM“ (Phys. Lett., B429, 1998). სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციების კურსებს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე, ილიას სახ., საპატრიარქოს, საქართვ. და საავიაციო უნ-ტებში; კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 10-ზე მეტი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების გრანტი; არის საერთაშ. COMET თანამშრომლობაში თსუ-ის მეფი-ის ჯგუფის ხელმძღვ.