-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
დევდარიანი გრიგოლ (გრიშა) სერგოს ძე (8. X1. 1908, ხარაგაული – 25. III. 1991, თბილ.), გეოგრაფი, გეოლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1948), უმაღლ. სკოლის დამს. მუშაკი (1982). დაამთავრა პედ. ცხრაწლედი (1927), თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეოლ. სპეციალობით (19301933), მოსკოვის უნ-ტის გეოგრ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. განხრით (1933-1936). მუშაობდა სოფ. ხუნევის (ამჟამინდ. ხარაგაულის მუნიციპ.) სკოლაში ისტ. და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად, ხარაგაულის ცხრაწლიან სასწავლებელში (1930), თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე. შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის, თბილ. პედ. ინ-ტებში. იყო ქუთაისის პედაგოგიურ ინ-ტში კათედრის გამგე და დეკანი (1940-დან). შემდეგ მუშაობა გააგრძელა თბილ. პედ. ინ-ტში (1957-1959) და თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრის დოცენტად (1954-1991). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სამეგრელოს ბორცვიანი ვაკის გეომორფოლოგია“ (1947). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რ-იც ეხება საქართვ. სხვადასხვა რაიონის ბუნებრივ ლანდშაფტებსა და მათ გეომორფოლოგიურ თავისებურებებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია დასავლეთ საქართვ. რელიეფის, კარსტული პროცესების, მდინარეული ტერასებისა და სხვა საკითხების შესწავლაზე. მან გამოიკვლია ცენტრ. სამეგრელოს ბორცვიანი ვაკე, გურიის მთისწინეთი და საქართვ. მთათაშორისი ბარის სხვა ნაწილები. მოგვცა კოლხეთის მთათაშორისი ბარის 3 ძირითადი ოროგრაფიული ერთეულის დეტალური გეომორფოლოგიური და გეოლ.აღწერა (1971). თსუ-ში კითხულობდა ლექციებს საგნებში „ქვეყნის ნაწილების ფიზიკური გეოგრაფია“ (1938-დან), „სსრკ ფიზიკური გეოგრაფია“ და სხვ. მრავალი წლის განმავლობაში ხელ-და სტუდენტთა საკურსო ნამუშევრებს. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. საიუბილეო მედალი.
თზხ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Девдариани Г. С. и др. (1971). Геоморфология Грузинской ССР, Изд. Габриелян; Джакели, Х. (1986). Физическая география Закавказья. Пособие, Ереван, Изд. ЕГУ.
ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.