დერიუგინი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
დერიუგინი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე

დერიუგინი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (30.IV.1959, ქუთაისი). კალათბურთელი.  საბჭ. კავშირის სპორტის დამსახ. ოსტატი (1982). ღირსების ორდენის კავალერი. დ. ნ.-მა დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკ. (1985). იგი თამაშობდა თბილ. „დინამოში“ (1975–1985), „თბილისში“ (1991–1992), უნგრეთის მაფც-ში (1992–1993), თბილ. „ვითაში“ (1993–1994), თბილ. სდასუ-სა (1994–1995) და სლოვაკეთის „სლოვაკო ფარმაში“ (1995–1996). დ. ნ. იცავდა სსრ კავშირის (1978–1985) და საქართვ. (1995–1996) ეროვნ. ნაკრები გუნდების ღირსებას. იყო მოსკ. ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევრ. (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 1979). სეზონის მიხედვით საქართვ. საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა (1993-1994), არის ღირსების ორდენი კავალერი (1996). დ. ნ.-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილ. ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა საქართვ. ვეტერანთა ნაკრებს და საკალათბურთო კლუბ მოსკვას (რუსეთი) ვეტერანთა გუნდს შორის (2019), მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა- 80:6.

ლიტ.: ვინ იცავს „დინამოს“ ღირსებას?. ლელო. 5 ოქტომბერი, 1980, № 193, გვ. 2; კიკილაშვილი, ე. (1994). საქართველოს საუკეთესო კალათბურთელი-ნიკოლოზ დერიუგინი. სარბიელი, 14 ივნისი, № 27, გვ. 5.