-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი
დერელი ფელიქს (d'Hérelle Félix, 25. IV. 1873, პარიზი - 22. II. 1949, პარიზი), უნ-ტმა ფრანგი მეცნიერი, მიკრობიოლოგი, ბაქტერიოფაგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საპატიო პროფესორად აირჩია (01.1934). რექტორის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დ. ფ.-სს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მეცნიერების წინაშე და იგი მიზანმიმართულად დასახელდა საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის საპატიო პროფესორად.
დ. ფ.-მა საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ თვითგანათლებას მიჰყო ხელი. 16 წლის ასაკში ველოსიპედით იმოგზაურა ევროპის ქვეყნებში, 17 წლისამ კი მოინახულა სამხრეთ ამერიკა. 24 წლისამ სახლში მოიწყო ლაბორატორია და დამოუკიდებლად იკვლევდა მიკრობიოლოგიურ პროცესებს.
დ. ფ. წარმატებით კურნავდა პაციენტებს ბაქტერიოფაგების საშუალებით (1919). ინდოეთში მათ ქოლერასთან ბრძოლისთვის იყენებდა. იგი იელის უნ-ტის პროფესორი გახდა (1928).
დ. ფ. ი. სტალინის მოწვევით ესტუმრა საბჭ. კავშირს (1934), კერძოდ, თბილისს, მეცნიერ გ. ელიავას ოჯახს. საქართველოში იგი აქტიურად მონაწილეობდა ბაქტერიოფაგის ინ-ტის ჩამოყალიბებაში. აქვე დაწერა და გამოაქვეყნა ძალზე მნიშვნელოვანი სამეცნ. ნაშრომი.
დ. ფ. თბილისში აპირებდა დამკვიდრებას - საკუთარი სახლის მშენებლობასაც შეუდგა, როდესაც გ. ელიავა რეპრესიებს ემსხვერპლა (1937). მეცნიერი ოჯახის გადასარჩენად საფრანგეთში დაბრუნდა და იქვე აღესრულა.