-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტიკოსი საპატიო დოქტორი
დემირელი სულეიმან (Demirel Süleyman, 01. XI. 1924 - 17. VI. 2015), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ თურქეთსა და საქართვ. შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება, საპატიო დოქტორად აირჩია (03. 07. 1997).
დ. ს.-მა დაასრულა სტამბოლის ტექ. უნ-ტის საინჟ.-სამშ. ფაკ-ტი (1949). იგი სახელმწ. დეპარტამენტში მუშაობდა ელექტროენერგიის დაგეგმარების საკითხებზე (1949).
დ. ს.-მა სტაჟირება გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1949-1952, 1954-1955). იგი თურქეთის სახელმწ. წყალთა მეურნეობის სამმართველოს გენ. დირექტორი იყო (1954-1960). სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდა ახლო აღმოსავლეთის ტექ. უნ-ტში (1960-1964), შემდეგ მუშაობდა ამერიკულ კომპანია „მორისონ-ნადსენში“ (1961-1965), რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ნატოს საომარ ობიექტებს აშენებდა.
დ. ს. არის “სამართლიანობის პარტიის” ერთ-ერთი დამაარსებელი, შემდეგ კი - მისი გენერალური თავმჯდომარე (1964, ოქტომბერი). პოლიტიკოსი პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას იკავებდა (1964). შემდეგ პრემიერმინისტრის მოადგილე იყო (1964, თებერვალი), პერიოდულად ხუთჯერ ეკავა პრემიერმინისტრის პოზიცია (1965-1993).
დ. ს. თანდათანობით ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას (1980-1987). იგი პარტია “სამართლიანი გზის” გენერალური თავმჯდომარეა (1987).
პოლიტიკოსი იყო თურქეთის პრეზიდენტი (17. 05. 1993-16. 05. 2000). ქვეყანაში სწორედ ამ პერიოდში გატარდა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები ინდუსტრიალიზაციის თვალსაზრისით, დაიწყო ეკონ. აღორძინება.
აღსანიშნავია, რომ დ. ს.-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართვ. საერთაშ. პროექტებში ჩართვასა და ეკონომიკურ-პოლიტიკური საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაში.