დემეტრაშვილი მამუკა ლევანის ძე
დემეტრაშვილი მამუკა ლევანის ძე

დემეტრაშვილი მამუკა  ლევანის ძე (13.III.1969, სიღნაღი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1993). დ. მ. IV კურსის სტუდენტი, გახდა ფიზიკის ფაკ-ტის ზოგადი ფიზიკის კათედრის თანამშრომელი (1991-დან), ზოგადი ფიზიკის სასწ. ლაბორ. უფრ. ლაბორანტი, ლაბორ. გამგე (1997-1999), მოწვეული პედაგოგი. არის სამეცნ.-მეთოდური ნაშრომის თანაავტორი  მაღალი ენერგიის ფიზიკის ინ-ტის თანამშრომლებთან ერთად (ა. ადამია, ზ. მოდებაძე, თ. ფიცხელაური, რ. შანიძე, ბ. ჩიხლაძე). თანაავტორია ნაშრომისა: ,,სერვერი სამეცნიერო გამოთვლებისთვის" (ტ. ქემოკლიძე, ი. ტორჩინავა, 2000), „ელექტრული მუხტის მოძრაობა მაგნიტურ ველში“ (1998)". არის საქართვ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (2010).  მისი ლექსები დაბეჭდილია სხვადასხვა გაზეთში: ,,ჩაკრულო", ,,თბილისის უნივერსიტეტი", ,,მწერლის გაზეთი" და ჟურნალებში: ,,პირველი სხივი', ,,ცისკარი", ,,ოლე", ,,საპატრიარქოს უწყებანი", ,,გზა", ,,ამერიმერი". დ. მ.-ს ლექსები შეტანილია საქართვ. ყველა დროის პოეტთა პატრიოტული ლექსების ანთოლოგიაში, ქართ. პოეზიის ანთოლოგიაში, ქრისტ. პოეზიის სხვადასხვა კრებულში. დ. მ. პოეზიის რამდენიმე ფესტივალის გამარჯვებულია.  საქართვ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ნაყოფიერი ლიტ. და საზ-ებრივი მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ღვაწლმოსილის წოდება (2019),  პოეზიაში შეტანილი წვლილისათვის,  გიორგი ლეონიძის სახ. პრემია (2019).

თხზ.: დემეტრაშვილი, მ. (2005). უმისამართო ღიმილი: [ლექსები]. თბ., უნივერსალი, ISBN 9994004271.