დემეტრაშვილი დემური ილიას ძე
დემეტრაშვილი დემური ილიას ძე

დემეტრაშვილი დემური ილიას ძე (21.I.1948, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971), ასპირანტურა-მოსკოვში, სსრკ ჰიდრომეტცენტრში (1976). არის: ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1982); ფიზ.- მათ. მეცნ. დოქტორი (2005);  პროფესორი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (1989–დან); ჯერ იყო წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი (1990), შემდეგ კი მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (2006). დაჯილდოვებულია საქართვ. ღირსების მედალი (2003 ). არის მ. ნოდიას სახ. პრემიის ლაურეატი (2012);  საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2011); ინდექსირებულ საერთაშ.  სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2018); ევროპის დედამიწის მეცნ. კავშირის წევრი (2019); ოკეანის ფიზიკურ მეცნ. საერთაშ. ასოციაციის ეროვნ. კორესპონდენტი საქართველოდან;   ოკეანის ექსპერტი (2010). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,საზღვაო პროგნოზი შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის“ (მართვის ავტომატიზებული სისტემები: სტუ-ის შრომები, 2021, N 1 (32), vol. 1); ,,ჰიდროლოგიური რეჟიმის ზოგიერთი თავისებურების რიცხვითი შესწავლა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისათვის (2010-2021)“ (მოამბე=Bulletin, 2022, N 4, ტ. 16); ,,ქალაქ თბილისის ატმოსფეროში PM 2.5 და M 10 განაწილების რიცხვითი და ექსპერიმენტული გამოკვლევა“ (მოამბე= Bulletin, 2022, N 3. ტ. 16); ,,შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვალებადობის რიცხვითი კვლევა (2010-2021)” (საქართვ. გეოფიზიკის საზ-ების ჟურნ.:მყარი დედამიწის, ატმოსფეროს, ოკეანისა და კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, 2023); ,,შავი ზღვის რეგიონული და ზღვის აუზის მასშტაბის ჰიდროფიზიკური პროცესების რიცხვითი მოდელირება. ეკოლოგიის პრობლემები” (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები. შრომები, 2023, ტ.9); ,,საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში ჰიდროლოგიური რეჟიმისა და ეკოლოგიური პარამეტრების დაზუსტება მათემატიკური მოდელირებისა და ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენებით“ (მოამბე=Bulletin, 2024, ტ.18, N4); ,,შავი ზღვის თერმოფიზიკურ პროცესებზე საწყისი მდგომარეობის გავლენის რიცხვითი შესწავლა“ (მოამბე = Bulletin, 2025, ტ. 19 (193), N 3).

თხზ.:დემეტრაშვილი, დ. (2017). შავი ზღვის ოკენოგრაფია წარსულში და თანამედროვე ეტაპზე. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941135835.