დემეტრაძე ირინე გიორგის ასული (06. I. 1972, თბილისი), ანგლისტი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1993) და ასპირანტურა (1996). დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „ფატიკური კომუნიკაცია და ბრიტანულ-ქართული ყოფითი განსხვავებანი: (თანამედროვე ქართული და ინგლისური ენების მასალაზე)“ (1997). მუშაობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის დოცენტად (1997-2006); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორად (2006); შემდეგ ასოცირებულ პროფესორად (2023-დან). დ. ი. ავტორი და თანაავტორია ნაშრომებისა: „ზოგი რამ შორისდებულისშესახებ: [ინგლისური და ქართული ენების მასალაზე]“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 1997, N6); „ფატიკური კომუნიკაცია და ბრიტანულ-ქართული ყოფის თავისებურებანი“ (საქ. მეცნ. აკადემიის მაცნე: ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, N4); ევფემიზმები ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან დაკავშირებულ სლენგში: (ინგლისური, ქართული და რუსული ენების მასალებზე“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2016, N 39); „სიტკბოს ცნება ინგლისურ და ქართულ სამეტყველო ეტიკეტში“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2019, N 41); ინგლისურ და ქართულ ფრაზეოლოგიურ ერთეულებში ასახული ოთხი სტიქია“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2021, N 42).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): დემეტრაძე, ი. (თანაავტორი). (1996). ქართულ-ინგლისური ყოფითი თავისებურებანი: თავაზიანობის ნორმები. თბ., ნეკერი.