დეკანოსიძე ელენე ნიკოლოზის ასული
დეკანოსიძე ელენე ნიკოლოზის ასული

დეკანოსიძე ელენე ნიკოლოზის ასული  (04.III.1924, თბილისი -11.IX.2002, ერევანი), მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი, ფიზ.მათ. მეცნ. კანდიდატი (1953). სწავლობდა: ქ. თბილ. 50-ე სკოლაში (1931-1941 ) და თსუ-ის  ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე (1941-1946). დაიწყო მუშაობა საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში უმცროს მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (1946-1950). მივლინებული იქნა ქ. მოსკოვში სსრკ  მეცნ. აკად. ზუსტი მექან. და გამოთვლითი მათ. ინ-ტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1953). მან გააგრძელა მუშაობა მათ. ინ-ტში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო მათ. ინ-ტის სწავლული მდივანი. ის დაინტერესდა დაპროგრამების თემატიკით და იგი იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი, ვინც პროფესიონალურად დაიწყო ამ თემატიკის შესწავლა. ის მუშაობს საქ. მეცნ. აკად. გამოთვლით ცენტრში სხვადასხვა თანამდებობებზე: დაპროგრამების ლაბორ. ხელმძღვ., განყ-ბის გამგე, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1957-2002). ასევე ის შეთავსებით მუშაობდა თსუ-ში გამოთვლითი მანქანების და სისტემების კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე, შემდეგ იყო თსუ ელეტრონულ გამოთვლითი მანქანების მათ. უზრუნველყოფის კათედრის   ფილიალის გამგე საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტში (1975-2002) და ასწავლიდა დაპროგრამების ენებს და გაზარდა ასობით სტუდენტი ამ სპეციალობის სიყვარულით. მისი ინტერესები მიმართული იყო დაპროგრამების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მხარეებზე: დაპროგრამების ენების ტრანსლიატორების აგება, ქართულენოვანი სისტემების აგება, საინფორმაციო-საძიებო სისტემები, კომპიუტერული სასწავლო კურსების აგება და სხვა. მისი ხელმძღვ. წარმატებით იქნა დასრულებული მოსკოვის სამხ. ინ-ტის მიერ "BM 40" სპეციალიზირებული ეგმ-ს თვის პროგრამული სისტემების დამუშავება. მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომები: სამეცნ. სტატიები, მონოგრაფიები, ანგარიშები, ქართულენოვანი დაპროგრამების სახელმძღვანელოები და სხვა. მოპოვებული აქვს არაერთი სამეცნ. გრანტი, დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია,  ბევრი მისი აღზრდილი მას დაპროგრამების დედას უწოდებდა.