-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
დეკანოიძე თენგიზ ივანეს ძე (22. VII. 1952, სოფ. მერჯევი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი), გეოგრ. მეცნ. კანდ. (2004), აკადემიური დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1975). სტუდენტობიდანვე მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრ. სტაციონარზე ჯერ ლაბორანტად (1973-დან), უფრ. ინჟინრად, შემდეგ საქართვ. გეოგრ. კათედრაზე მასწავლებლად (2004-2006), გეოგრ. დეპარტ. მარტყოფის გეოგრ. ლაბორ. გამგის მოადგილედ (2006-2013). ამავდროულად დ. თ. მუშაობდა და კითხულობდა ლექციებს გორის ბარათაშვილის სახ. სახელმწ. ინ-ტში, მოგვიანებით ამ ინ-ტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ გორის სახელმწ. უნ-ტში ასოცირებულ პროფესორად (2006-2013). დ. თ.-ის მონაწილეობით შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო იალნოს სტაციონარმა (საგურამო-იალნოს ქედის ზედა მთისა და სუბალპურ ლანდშაფტების საზღვარზე, ზ. დ. 1650 მ სიმაღლეზე, 1976-დან), სადაც უნ-ტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, წლების განმავლობაში აგროვებდა სტაციონარულ მონაცემებს ბუნებრივ-ტერიტ. კომპლექსების სტრუქტურის, ფუნქციონირებისა და დღეღამური მდგომარეობების (სტექსი) შესახებ. ამ მონაცემების საფუძველზე მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „იალნოს ქედის ზედა მთების ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ლანდშაფტურ-გეოფიზიკური ანალიზი“ (2004). დ. თ. მონაწილეობდა საქართველოში, ჩრდ. კავკასიაში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და კამჩატკაზე მოწყობილ ექსპედიციებში. იყო მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე. მისი ნაშრომებია: „იალნოს სტაციონარის ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალიზი და ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები“ (თსუ-ის შრომები, გეოგრაფია-გეოლოგია, 2003, N 355); „Марткопский стационар 30 лет спустя“ Кавказский географический журнал, 2003, № 3); „Физико-географическая характеристика Ялнойского стационара: [იალნოს ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი და ქედის ლანდშაფტები (მდებარეობს თბილისის მახლობლად, 40 კმ.)]“ (კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი, 2002, N1); „ნივთიერებათა ატმოჰიდროსუსპენზიური წრებრუნვა და ეროზიული აქტივობის გამოვლენა საქართველოს მდინარეთა აუზებში“ (კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი, 2003, N3); „საქართველოს ნიადაგების რუკა ლანდშაფტურ საფუძველზე: ლანდშაფტური და ნიადაგური რუკების შეჯერების ცდა“ (სამეცნიერო შრომების კრებული / გორის სასწავლო უნივერსიტეტი, 2011, N 2).
თხზ.: დეკანოიძე, თ. (თანაავტორი). (2012). საქართველოს სამხედრო გეოგრაფია. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941178689.