დავლაშერიძე ნატალია ზაქარიას ასული
დავლაშერიძე ნატალია ზაქარიას ასული

დავლაშერიძე ნატალია ზაქარიას ასული (05.X.1955, თბილისი), ეკონომიკის დოქტორი, ეკონომისტი. თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი. დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი წითელ დიპლომზე (1975), სპეციალობა: მრეწვ. დაგეგმვა., საქართვ. მეცნ.  აკად.  ეკონ. და სამართლის  ინ-ტის ასპირანტურა (1975-1978), სპეციალობა:ეკონ. აზრის ისტორია. დაიცვა დისერტაცია თემაზე: მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ანარქიზმის სოციალურ-ეკონომიკური შეხედულებები (ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი, გ. გოგელია და სხვ.).  მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1990). მუშაობდა: თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის ეკონ. თეორიის განყ-ების მეცნიერ თანამშრომელი (1979–2018), თსუ-ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის ეკონ. თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყ-ება,  უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2022-დან). ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას, ეკონ. და პედაგოგიკის ინ-ტში კითხულობდა  ეკონ. აზრის ისტორიას (1993-1995). აქტიურად არის ჩართული ინ-ტის სამეცნ. საქმიანობაში. თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის შვიდწლიან სამეცნ.-კვლევით პროექტებში ასრულებს მეცნიერულ ნაშრომებს: ევროინტეგრაცია და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში (2015-2021) და საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტრატეგია (2022-2028). აქვეყნებს განსაზღვრული პრობლემების მიხედვით წლიური თემებს. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მისი სამეცნ. მუშაობის არეალი ასევე მოიცავს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ნაშრომების შესწავლას განათლების, მრეწველობის, მომსახურების, გარემოს დაცვის, ინოვაციების და სხვა სფეროებში, მათი გამოყენების მიზნით საქართველოში. მისი კვლევები და სტატიები გამოქვეყნებულია არაერთ ადგილობრივ და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალში, კონფერენციის მასალებსა და ანალიტიკურ კრებულებში. „დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიისთვის“ მოამზადა 80-ზე მეტი სტ. ეკონომიკის, ეკონომიკური აზრის ისტორიის, ეკონომიკური თეორიის სფეროს მიმართულებით. გახლავთ არაერთი სამეცნ., სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომის   რეცენზენტი.

თხზ.: Davlasheridze, N. (2004). High technology zones and venture financing (world-scale and Russian experience).  (English). Journal “Ways of transformation of the Central Europe”.  University of Klaipeda. Lithuania, Klaipeda, pp.42-52; Давлашеридзе, Н. (2004). Нобелевские лауреаты по экономике и их вклад в развитие экономической науки. (ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში და მათი წვლილი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში). თბ., უნივერსალი,  ISBN 99940-32-86-0; Давлашеридзе, Н. (2011). Лауреаты Нобелевской премии об особенностях современного глобального экономического кризиса и возможных путях его преодоления.  ეკონომისტი, № 4, გვ. 9-13. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის გამ–ბა, ISSN 1987-6890;  დავლაშერიძე, ნ. (2014). დროის პროგრესის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე გლობალიზაციის პირობებში. ეკონომისტი, №6, გვ. 50-55. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამ-ბა, ISSN 1987-6890; Давлашеридзе, Н. (2021). Вклад в развитие теории аукционов лауреатами нобелевской премии по экономике за 2020 год Пола Милгрома и Роберта Уилсона.(2020 წლის ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების პოლ მილგრომის და რობერტ უილსონის წვლილი აუქციონის თეორიის განვითარებაში). ეკონომისტი, N4, ტ. XVII, გვ. 55-62, თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამ-ბა, ISSN 1987-6890 e ISSN 2346-8432.