-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
დავითულიანი აველინა ალექსანდრეს ასული (16. XI. 1948), ფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ., თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრის დოცენტი. დაამთავრა ი. ვეკუას სახ. ფიზიკა- მათ. სკოლა (1966) და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე. სწავლა განაგრძო ასპირანტურაში (1971 –1974). დ. ა.-მ დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად (1975). ასპირანტურის დასრულების შემდეგ დ. ა. მუშაობდა თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრაზე, კითხულობდა ლექციებს ზოგად ფიზიკაში, არაწონასწორულ თერმოდინამიკასა და რხევათა თეორიაში (1975 - 2005). მინიჭებული აქვს ზოგადი ფიზიკის კათედრის დოცენტის წოდება (1984). თსუ-ის სამეცნ. -კვლ. ლაბორ. „ბიოგენური იზოპრენის მიღების“ უფრ. მეცნიერ მუშაკი (2010 – 2013). დ. ა.-ს სამეცნ. მოღვაწეობის სფეროა ბირთვული და პარამაგნიტური რეზონანსის თეორ. საკითხები. კერძოდ ბირთვული სპინების დინამიკა, სტაციონარული პოლარიზაციის დამყარების პროცესი. მიღებული აქვს (თანაავტორებთან ერთად) განტოლება, რ-იც აღწერს ბირთვული პოლარიზაციის პროცესს დაბალ ტემპერატურაზე, ძლიერი გამაჯერებელი ველის შემთხვევაში. ბიოფიზიკის მიმართულებით ბიოგენური იზოპრენის მიღების ტექნ. პრობლემები. თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი (2013). საზ-ებრივი საქმიანობა: საერთაშ. ორგანიზაცია – TACIS - მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი (Data-Base Administrator at TACIS Coordinating Unit) (2000–2005). „კვლევისა და მდგრადი განვითარების“ კონსალტინგური ფირმის დირექტორი (2005–2010). ევროკომისიის მე–V ჩარჩო პროგრამის დამოუკიდებელი ექსპერტი (2002). ბაქო–თბილისი–ჯეიხანის ნავთობსადენის პროექტის შეფასების საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემიის კომისიის სწავლული მდივანი (2002). არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი. ხელმძღვანელობს “მათემატიკის მოყვარულ ბავშვთა კლუბს“, სადაც რეგიონებიდან ნიჭიერ ბავშვებს ონლაინ უანგააროდ ასწავლის მათემატიკას (2021). (UNESCO) იუნესკო–ს ქალთა ორგანიზაციების ქსელის წევრი. საზ-ებრივი საუნივერსიტეტო ორგანიზაციის - „სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის “-კოორდინატორი. არასამთავრობო ორგანიზაცია -„საქართველოს ეროვნული აკადემიის“ წევრი (2020).